ახალი ამბები

საპატრიარქო მრევლს ჰელოუინის აღვნიშვნის წინააღმდეგ მოუწოდებს

საქართველოს საპატრიარქომ 25 ოქტომბერს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ხაზგასმულია, რომ „მართლმორწმუნეთათვის ჰელოუინი სრულიად მიუღებელია“. საპატრიარქოს თქმით, „ღონისძიება ჰელოუინი  რელიგიურ საფუძვლებზეა აღმოცენებული და წინააღმდეგობაში მოდის მართლმადიდებლურ საეკლესიო ცნობიერებასთან“.

საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰელოუინთან დაკავშირებული ძირითადი ისტორია „ნიმუშია იმისა, თუ როგორ შეიძლება  ღვთისსათნო ტრადიცია შეერწყას თვისობრივად უცხოს და სრულიად გადაგვარდეს“.  

განცხადებაში ჰელოუინის ისტორიაა მიმოხილული, დაწყებული წარმართული ტრადიციებით და კათოლიკურ ეკლესიაში „ყველა წმინდანის“ დღის განვითარებით და დამთავრებული მე-17-19 საუკუნებში მისი მოდერნიზებით აშშ-ში.   

„მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე შოუბიზნესის ინდუსტრია ცდილობს ჰელოუინის გამიჯვნას რელიგიური რიტუალისგან, ეს მოვლენა იყო და რჩება ეკლესიის წიაღში დაბადებულ, მაგრამ წარმართობის მიერ შერყვნილ ღონისძიებად, რომლის დროსაც უფლისა და მის წმინდანთა  ხატებისა და წმინდა ნაწილთა თაყვანისცემის  ნაცვლად მსვლელობა და დროსტარება ეძღვნება მასკულტურის პერსონაჟებისა და დაცემული ძალების, დემონების პერსონიფიკაციებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button