ახალი ამბები

საფრანგეთისა და გერმანიის ელჩებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს

საქართველოში საფრანგეთისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩების, შერაზ გასრისა და პეტერ ფიშერის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი და საქართველო ისტორიული შესაძლებლობის წინაშე დგანან, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს, რაც იქნებოდა შემდეგი ნაბიჯი საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობასა და მეგობრობაში, რომლის მიზანიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაა.

ელჩებმა მოუწოდეს „ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში, გაერთიანდნენ ამ მიზნის გარშემო და ერთად იმუშაონ მის მისაღწევად“.

ელჩები მიესალმნენ საქართველოდან ახლახან შემდგარ და მომავალ ვიზიტებს ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებში ბრიუსელში და დასძინეს, რომ „კონსტრუქციულ დიალოგს დიდი ღირებულება აქვს“.

ელჩები განცხადებაში ადასტურებენ, რომ ევროკავშირი საქართველოს გვერდით იქნება კანდიდატის სტატუსისა და ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე.   

ასევე წაიკითხეთ:

12/09/2023 – სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს შეხვდა

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button