საქართველოს ლიდერების განსხვავებული გზავნილები უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ვიდეო მიმართვით უკრაინას დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავი მიულოცა: „ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, საქართველო დღეს თქვენ გვერდითაა ამ დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს სურს თქვენთან ერთად იზეიმოს დამოუკიდებლობის დღე, რისთვისაც უკვე წელიწადნახევარია ასევე მამაცურად იბრძვით. ჩვენ ერთად ვიქნებით თქვენი გამარჯვების დღეს, ბედნიერ დამოუკიდებლობის დღეს გისურვებთ“.
უკრაინას დამოუკიდებლობის დღე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც მიულოცა. „გულთბილად ვულოცავ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს! ვუსურვებ მეგობარ უკრაინელ ხალხს ომის მალე დასრულებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – დაწერა პრემიერმა Twitter-ზე.
Warmest congratulations to??on the Independence Day! I wish our friendly Ukrainian people the end of the war soon, restoration of territorial integrity, peace & prosperity.
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) August 24, 2023
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაწერა Twitter-ზე, რომ საქართველო უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულ მხარდამჭერად რჩება და რომ „უკრაინის ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს“.
Heartfelt congratulations to Ukraine on the Independence Day! Georgia stands in solidarity with ?? and stays committed supporter of Ukraine’s sovereignty and territorial integrity. ?? wishes peace and prosperity to the people of Ukraine.
— MFA of Georgia (@MFAgovge) August 24, 2023
З Днем Незалежності України!…
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ფეისბუქზე“ დაწერა: „ჩვენ მეგობარ უკრაინელ ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! ვუსურვებ მშვიდობას, სუვერენიტეტის განმტკიცებას და ტერიტორიულ მთლიანობას“.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ, უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე საქართველოს დელეგაციის არყოფნის საკითხის კომენტირებისას, განაცხადა, რომ „არ არის დღეს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ისეთი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით, რომლის ქონასაც ვისურვებდით – საქართველო ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში რჩება“.
მან ასევე განმარტა, რომ ღონისძიებაზე მხოლოდ პრეზიდენტები მიიწვიეს. „რამ განაპირობა, გამოიწვია კონკრეტული შემადგენლობის, კონკრეტული პირების მიწვევა -არ მიწვევა ალბათ, მეორეხარისხოვანი უნდა იყოს“, – განაცხადა სარჯველაძემ. „რაც შეეხება შინაარსს, ყველაზე მთავარი გახლავთ ის, რომ მთელი სულით და გულით ვულოცავთ მთელ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებთ, რაც შეიძლება სწრაფად შეძლოს და გაანეიტრალოს ყველა ის რისკი, რომელიც მის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას ემუქრება“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)