skip to content
ახალი ამბები

ვატიკანი საქართველოს კათოლიკური ეკლესიის ქონების დაბრუნებას სთხოვს

ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინმა საქართველოს მთავრობას წერილობით მიმართა, საქართველოში კათოლიკური ეკლესიის ქონების დაბრუნების თხოვნით.

ამ წლის იანვარში დაწერილი, მაგრამ მხოლოდ ახლა გასაჯაროებული წერილი საქართველოს პრემიერ მინისტრს მიემართება. აღნიშნული ექვსი ეკლესია (გორში, ქუთაისში, ბათუმში, უდისში, ივლიტში და ბუზმარეთში) კათოლიკეებს ჩამოართვეს და მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცეს. მათ ამჟამად მართლმადიდებლური სამრევლოები იკავებენ.

წერილში ნათქვამია, რომ მართლმადიდებლური სამრევლოები, რომლებიც ამ ტაძრებს იკავებენ, აცხადებენ, რომ ეს ეკლესიები მათ მთავრობამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ გადასცა. ამდენად, ისინი ამ საკითხს განიხილავენ „სახელმწიფო საქმედ“.

კარდინალი პაროლინი აღნიშნავს, რომ წარსულში ეკლესიების არდაბრუნების გადაწყვეტილება გამართლებული იყო იმითაც, რომ მართლმადიდებლურ თემს საკულტო ნაგებობები არ ჰქონდა. თუმცა, წერილის ავტორი ხაზს უსვამს, რომ ვითარება შეიცვალა, რადგან „უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე კი, მას შემდეგ, რაც მართლმადიდებელი ეპისკოპოსების მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ასეულობით ეკლესია აიგო (მათ შორის, სახელმწიფოს დახმარებითაც), სადღეისოდ ეს პრობლემა აღარ არსებობს”.

კარდინალი ასევე იხსენებს „კათოლიკური ეკლესიის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული არაერთი მეგობრული აქტ[ს]“, მათ შორის რომში ქართველი მართლმადიდებლური თემის საჭიროებების დაკმაყოფილებას. ამიტომ ვატიკანის უმაღლესი წარმომადგენლები ითხოვენ „საპასუხო ნაბიჯის“ გადაგმას, რაც „შეიძლებოდა გამოხატულიყო უმანკო ჩასახვის ეკლესიის დაბრუნებით, რომელიც მდებარეობს ქალაქ ქუთაისში“. [ქუთაისი არის ქალაქი დასავლეთ საქართველოში, რომელშიც ტრადიციულად მრავალრიცხოვანი რომაულ-კათოლიკური თემი ცხოვრობს].

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button