Placeholder canvas
ახალი ამბები

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს დევნილთა შესახებ რეზოლუცია მიიღო

8 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც აღიარებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა დაბრუნების უფლებას თავიანთ სახლებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. რეზოლუციას მხარი 100-მა ქვეყანამ დაუჭირა, 9 წინააღმდეგი იყო, 59-მა კი – თავი შეიკავა.

რუსეთთან ერთად, რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცეს: ბელარუსმა, ბურუნდიმ, კუბამ, ჩრდილოეთ კორეამ, ნიკარაგუამ, სუდანმა, სირიამ და ზიმბაბვემ.

გასულ წელს, რეზოლუციას 95-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მათ შორის, ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ, 12 ქვეყანა წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 56-მა თავი შეიკავა.

2021 წლის რეზოლუციას 80 მხარდამჭერი და 14 მოწინააღმდეგე ჰყავდა, 70-მა ქვეყანამ კი – თავი შეიკავა.

2020 წლის მონაცემები ასეთია: 84, 13 და 78, 2019 წლის: 79, 15 და 57, ხოლო 2018 წელს: 81, 16 და 62.

კენჭისყრის წინა შედეგების სანახავად, იხილეთ ბმული

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button