
საერთაშორისო გამოხმაურება რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენაზე
რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განახლებას საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Twitter-ზე იმედგაცრუება გამოხატა ორ ქვეყანას შორის ფრენების განახლების გამო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ მის მიერ არჩეულ გზას“. სამინისტრომ კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს, რომ დაიცვას ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები, მათ შორის, ავიაციის სექტორში.
We note with disappointment that the resumption of the Russia-Georgia flights goes against the interests of Georgia & its chosen EU and Euro-Atlantic integration path. We once again call on Georgia to align with the EU sanctions against Russia and also in the aviation sector.
— Lithuania MFA | #StandWithUkraine (@LithuaniaMFA) May 19, 2023
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ Facebook-ზე დაწერა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება, გააუქმოს რუსული ვიზები საქართველოს მოქალაქეებისთვის და აღადგინოს პირდაპირი ფრენები, განხილულ უნდა იქნას როგორც პოლიტიკური კომპენსაცია იმის გამო, რომ საქართველომ რუსეთზე სანქციების დაკისრებაზე უარი თქვა. ნიკოლენკომ სიტუაცია ეშმაკთან გარიგებას შეადარა და განაცხადა: „ეშმაკთან გარიგებაში, როგორც იცით, ეშმაკი იმარჯვებს“.
მისი თქმით, „2008 წელს რუსული თვითმფრინავები საქართველოში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაბომბად ჩავიდნენ. ახლა ისინი ქართველების ევროპული მომავლის დაბომბვას გეგმავენ“. ნიკოლენკომ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის განზრახვა არ ყოფილა ხელი შეუწყოს საქართველოს კეთილდღეობის, განვითარებისა და ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისთვის. მოსკოვს სურს შექმნას პირობები, რომლებიც ხელს უშლის პროგრესს, როგორც ეს რუსეთის მიერ ბელორუსის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შთანთქმამ აჩვენა.
ნიკოლენკომ იმედი გამოთქვა, რომ ქართველი პოლიტიკოსები და მოსახლეობა, რომელთაც არაერთხელ გამოხატეს საკუთარი პოზიცია საჯაროდ, მათ შორის საპროტესტო აქციებით, უარს იტყვიან აგრესორის პოლიტიკაზე.
ევროპარლამენტარმა ტეის როტენმა Twitter-ზე შეშფოთება გამოთქვა საქართველოს მთავრობის პოლიტიკის გამო და გააფრთხილა ის, რომ „მთავრობის პოლიტიკა საბოლოოდ გამოიწვევს პუტინის რუსეთზე დამოკიდებულებას და სიმწრით მოპოვებული თავისუფლების მსხვერპლად გაღებას“. საკუთარი პოზიციის საჩვენებლად როტენმა Twitter-ზე გამოიყენა ჰეშთეგი #NoToRussianFlights.
The Georgian people understand very well that their government’s policy will ultimately lead to dependency on Putin’s Russia and sacrifices hard fought freedoms. #NoToRussianFlights
— Thijs Reuten ??? (@thijsreuten) May 19, 2023
We see your strong will to be part of our community of values. ?? is ?? @Shamemovement https://t.co/ccHAP831rS
საქართველოში ნიდერლანდების ელჩმა, მააიკე ვან კოლდამმა მხარდაჭერა გამოხატა რუსეთთან ფრენების თაობაზე ევროკავშირის განცხადებების მიმართ და აღნიშნა: „ნიდერლანდები ევროკავშირის წევრია და, რა თქმა უნდა, ვუერთდები ევროკავშირის ამ განცხადებებს, რომელიც შეშფოთებას გამოხატავს ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, რადგან ევროკავშირი საქართველოსგან ელოდება, რამდენადაც შესაძლებელია, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობაში იყოს. ის ასევე გამოხატავს შეშფოთებას ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ასე რომ ჩვენ ევროკავშირის ამ განცხადებას ვიზიარებთ“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)