
საქართველო თურქეთს სამაშველო ოპერაციაში დაეხმარება
თურქეთს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ქაჰრამანმარაშში 6 თებერვალს, დილით მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო საქართველო მეზობელ ქვეყანაში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკასა და მაშველებს გაგზავნის.
„თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგებთან ბრძოლაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვებიან“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ამასთან, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო ადგილზე საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში ქ. სტამბოლსა და ქ. ტრაპიზონში ამოქმედებულია ცხელი ხაზიც. თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ:
- საქართველოს საელჩოს ანკარაში +90(533)6903040; +90(539)2208280;
- გენერალურ საკონსულოს ქსტამბოლში +90(541)8184400;
- გენერალურ საკონსულოს ტრაპიზონში +90(541)3262226.
ქვეყნის ლიდერების სამძიმრები
თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება უკვე გამოთქვეს ქვეყნის პირველმა პირებმა და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.
„ვგლოვობ ქაჰრამანმარაშში მომაკვდინებელი მიწისძვრის შედეგად ადამიანების ტრაგიკულ გარდაცვალებას“, – დაწერა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა Twitter-ზ და დასძინა, რომ საქართველო თურქეთის გვერდით დგას „ამ რთულ დროს“. „ღრმა მწუხარებას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და გამძლეობას ვუსურვებ შემთხვევის ადგილზე მყოფ პირველ მაშველებს“.
Mourning the tragic loss of lives in the deadly earthquake in #Kahramanmaras ??@RTErdogan, Georgia stands with the people of Türkiye in this difficult time. I send my deepest condolences to the families of the victims and wish strength to the first responders on the scene.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) February 6, 2023
“ჩემი ღრმა თანაგრძნობა თურქ ხალხსა და [მის] მთავრობას ქაჰრამანმარაშში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო“, – დაწერა პრემიერმა ღარიბაშვილმა ასევე Twitter-ზე და მიწისძვრის შედეგად დაშავებულებს „სწრაფი გამოჯანმრთელება“ უსურვა. „ჩვენ ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით და მზად ვართ გაგიწიოთ ნებისმიერი საჭირო დახმარება“, – დასძინა მან.
My deepest sympathies to the people and government of Türkiye over the loss of lives following the devastating earthquake in #Kahramanmaras. I wish a speedy recovery to all the injured. We stand with the people of ?? and are ready to provide any assistance needed. @RTErdogan
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) February 6, 2023
თურქეთში მომხდარ მიწისძვრას „შოკისმომგვრელი“ უწოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა. „ღრმა მწუხარებას ვუცხადებ ჩვენს თურქ მეგობრებს და ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – დაწერა მან Twitter-ზე.
It is nothing short of shocking to hear of the destructive earthquake in #Kahramanmaras, Türkiye. My deepest condolences to our Turkish friends and wishes for a swift and speedy recovery to all injured. @MevlutCavusoglu
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) February 6, 2023
თურქეთის ტრაგედიის გამო „ღრმა მწუხარება“ გამოხატა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და დამანგრეველი მიწისძვრის გამო თურქ კოლეგას თანაგრძნობა გამოუცხადა და მიწისძვრით დაზარალებულებს თანაგრძნობა გამოუცხადა.
Minister of Internal Affairs of Georgia expressed deepest sympathies to the Minister of Interior of Turkish Republic ?? over the devastating earthquake and condoled everyone affected by the disaster. @TC_icisleri https://t.co/Gtnyz1Qek3
— MIA of Georgia (@MIAofGeorgia) February 6, 2023
თურქეთში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო ღრმა მწუხარება გამოხატა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც. „ჩვენი ფიქრები დაზარალებულ ოჯახებთან და მთელ ერთანაა ამ რთულ პერიოდში“, – დაწერა მან Twitter-ზე.
I extend my deepest condolences to the people of Türkiye on the loss of lives in the recent earthquake. Our thoughts are with the affected families and the entire nation during this difficult time. @MustafaSentop
— Shalva Papuashvili ?? (@shpapuashvili) February 6, 2023
პატრიარქის სამძიმარი
თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მა მიუსამძიმრა და თქვა, რომ „მსოფლიო შეძრა 6 თებერვალს მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ“, რომელმაც საქართველოს მოქალაქეც იმსხვერპლა.
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვხატავ დიდ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო. მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა და გთხოვთ, სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახებს“, – წერია საპატრიარქოს მიერ ილია II-ის სახელით გავრცელებულ წერილში.
წერილში კათოლიკოს-პატრიარქი თურქეთს მშვიდობას, მხნეობას, დაშავებულთა გამოჯანმრთელებას და ვითარების დროულად გამოსწორებას უსურვებს.
სააგენტო „როიტერის“ ბოლო ცნობით, დღეს დილით, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ათასობით დაშავდა. ამასთან, დაინგრა შენობები. ნანგრევებიდან დაშავებულთა ამოყვანის პროცესი ამ დრომდე მიმდინარებს. ოფიციალურმა ანკარამ სამაშველო ოპერაციაში დახმარებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)