ახალი ამბები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს
საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების მინისტრის ახალ მოადგილედ ვახტანგ ცინცაძე დაინიშნა, რომელიც 2017 წლიდან ამავე სამინისტროს ეკონომიკური ზრდის ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ვახტანგ ცინცაძე უწყებაში 2009 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. მან პოსტზე რომეო მიქაუტაძე შეცვალა, რომელმაც თავის მხრივ, ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ გადაინაცვლა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)