skip to content
ახალი ამბები

დმიტრი ვოლვაჩი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო კოდექსთან ცხინვალის მიერთებაზე საუბრობს 

რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, დმიტრი ვოლვაჩმა განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო კოდექსის შესახებ შეთანხმებასთან მიერთებით სარგებელს მიიღებს.

2022 წლის ოქტომბერში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „პარლამენტმა“ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო კოდექსთან მიერთების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

დმიტრი ვოლვაჩის თქმით, რუსეთიდან ოკუპირებულ რეგიონში ტვირთების შეტანისას საერთო წესების გამოყენება „მნიშვნელოვნად დააჩქარებს და გაამარტივებს საბაჟო გაფორმების პროცედურებს“. რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ამის შესახებ ვიდეოკონფერენციაზე – „მოსკოვი-მინსკი-ბიშკეკი-ერევანი-სოხუმი-ცხინვალი“ – ისაუბრა, რომელიც 2022 წელს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში თანამშრომლობის შედეგებს მიეძღვნა.

„საბაჟო ტარიფები ცალკე საკითხია. აქ შევხედავთ და თანდათან განვიხილავთ ჰარმონიზაციის საკითხს, რათა ეს მაქსიმალურად ხელსაყრელი იყოს ეკონომიკისთვის და არ გამოიწვიოს უარყოფითი ეფექტი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ეს საკითხი მომავალში განიხილონ“, – განაცხადა ვოლვაჩმა.

რუსეთის ფედერაციამ 2015 წელს ცხინვალის რეგიონთან შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელიც ცხინვალის „საბაჟო ორგანოების“ რუსეთის საბაჟო ორგანოებთან  ინტეგრირებას ითვალისწინებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button