სომხეთის საპარლამენტო დელეგაცია თბილისს სტუმრობდა
სომხეთის საპარლამენტო დელეგაცია, სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ალენ სიმონიანის ხელმძღვანელობით თბილისს სტუმრობდა, სადაც ისინი 17 ნოემბერს საქართველოს პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდნენ.
პრემიერთან შეხვედრა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერთან შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-სომხეთს შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს და ორი ქვეყნის პარლამენტების თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
მათვე რეგიონში არსებული ვითარებაზე საუბრისას, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობაც აღნიშნეს და ხაზი გაუსვეს, რომ „ყველა მხარის საერთო ინტერესშია ვითარების დროული დეესკალაცია და დიალოგის განახლება გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად“.
ამ კონტექსტში მხარეებმა საქართველოს მიერ შეთავაზებულ მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივაზეც გაამახვილეს ყურადღება, რაც „შეიძლება მყარი საფუძველი გახდეს, რათა მხარეებმა შეძლონ ერთმანეთის მიმართ ნდობის აღდგენა“.
თავის მხრივ, პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ალენ სიმონიანმა Twitter-ზე დაწერა, რომ „მოძმე საქართველოს“ პრემიერთან „ძალიან საინტერესო“ შეხვედრა ჰქონდა. „რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას, კეთილდღეობას, განვითარებასა [და] თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს“.
Very interesting meeting with Prime-Minister of brotherly ?? @GharibashviliGe. Regional peace & security, prosperity, development cooperation have no alternative.
????????????@NikolPashinyan@shpapuashvili pic.twitter.com/bUTgUeZYPz— Alen Simonyan (@alensimonyan) November 17, 2022
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა
ალენ სიმონიანი შალვა პაპუაშვილს საქართველოს პარლამენტის სხვა დეპუტატებთან ერთად გაფართოებულ ფორმატში შეხვდა, სადაც მხარეებმა სხვადასხვა სფეროში საქართველო-სომხეთის თანამშრომლობაზე იმსჯელეს, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე.
მათვე რეგიონში მიმდინარე მოვლენები მიმოიხილეს. ამ კონტექსტში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მხრიდან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლის ფუნქციის შესრულებისა და დიალოგის ხელშეწყობის გაგრძელების მზაობა.
I underlined during the official meeting w/ @shpapuashvili, Chairman of the Parliament of ??, that ????? partnership should rise up to strategic level.
Regional security & peace are key objective for our countries & peoples. We agreed to intensify efforts in that direction. pic.twitter.com/FDjQa6p0DS— Alen Simonyan (@alensimonyan) November 17, 2022
შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის შენარჩუნებაზე საუბრისას შალვა პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, „რომ ყველას და უპირველეს ყოვლისა ჩვენს ახალგაზრდა თაობებს ვაჩვენებთ, რომ ყველაზე რთული პრობლემების წინაშეც კი, სამხრეთ კავკასიის ხალხებს შეგვიძლია ბრძნულად და ურთიერთთანამშრომლობით მშვიდობიანი მომავლის მშენებლობა“.
მანვე ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების მანძილზე, ხალხებს შორის არსებული კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სომხეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანის პარლამენტებს შორის გაფორმებულ მემორანდუმსაც შეეხო და თქვა, რომ ის „ხელს შეუწყობს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მდიდარი კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“.
თავის მხრივ, ალენ სიმონიანმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან განსაკუთრებული კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
„სომხურ-ქართული ისტორიული ურთიერთობა საერთო ფასეულობებზეა დამყარებული და ამას ემატება ჩვენი ქვეყნების მომავლისკენ მიმართული ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ ვდგამთ დემოკრატიის მიმართულებით“, – თქვა მანვე და დასძინა, რომ „ჩვენ ძალზედ დაინტერესებული ვართ საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობების დამყარებით“.
თანამშრომლობის მემორანდუმი
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობის და სპორტის კომიტეტის თავმჯომარემ, სისაკ გაბრიელიანმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ელისო ბოლქვაძის შეფასებით, ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება კიდევ უფრო ახალ დონეზე აიყვანს ორ კომიტეტს შორის საპარლამენტო თანამშრომლობას.
„დასახული გვაქვს საინტერესო, კონკრეტული გეგმები, რომლებსაც ერთობლივად განვახორციელებთ. მათ შორისაა, კომიტეტების ერთობლივი სხდომების ჩატარება“, – განაცხადა მანვე და ხაზი გაუსვა, რომ „კულტურულ ურთიერთობებს განსაკუთრებული როლი აკისრია სამშვიდობო პროცესებში“.
ასევე წაიკითხეთ:
- 13/09/2022 – ღარიბაშვილი: საქართველო მზადაა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლის როლი ითამაშოს
- 18/07/2022 – თბილისმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)