skip to content
ახალი ამბები

2021 წელს საქართველოს რეალური მშპ 10.5%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 15 ნოემბერს გამოქვეყნებული დაზუსტებული მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 10.5%-ით გაიზარდა.

გასულ წელს, მშპ მიმდინარე ფასებში 60 მლრდ ლარს გაუტოლდა, რაც 2020 წლის შესაბამის მაჩვენებელს 21.8%-ით აღემატება. ამასთან, 2021 წელს მშპ-ის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 10.3% იყო.

საქსტატის ცნობით, ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი – 12.4%; ტრანსპორტი და დასაწყობება – 28.9%; ხელოვნება გართობა და დასვენება – 47.2%; ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები – 29.3%; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 21.2%; ელექტროენერგიის აირის ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 44.4%; უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – 8.7%; ინფორმაცია და კომუნიკაცია – 30.1%; განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები – 34.0%.

კლება აღინიშნა მშენებლობის დარგში – 23.9%.

„საქსტატის“ ინფორმაციით, მშპ-ის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი – 15.4% და დამამუშავებელი მრეწველობა – 11.3%. შემდგომ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – 10.2%; მშენებლობა – 7.5%; სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა – 7.4%; სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება – 6.5%; ტრანსპორტი და დასაწყობება – 6.3%; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 5.2%; ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები – 4.8% და განათლება – 4.7%.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button