Placeholder canvas
ახალი ამბები

ოკუპირებულ ცხინვალში „ეკონომიკის ახალი მინისტრი“ დანიშნეს, რამდენიმე თანამდებობის პირი გაათავისუფლეს

ოკუპირებულ ცხინვალში 31 აგვისტოს „ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველ მოადგილედ ეკატერინე ხუბულოვა დანიშნეს.

ადგილობრივი სააგენტო „რესი“ „ეკონომიკის მინისტრის“ ჯამბოლატ ტადტაევის სიტყვებზე დაყრდნობით წერს, რომ ხუბულოვა ოკუპირებული რეგიონის 2022-2025 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელების მიმართულებით იმუშავებს, ასევე საგარეო ეკონომიკური კავშირებისა და საინვესტიციო საქმიანობის დეპარტამენტს გაუწევს კოორდინაციას.

პარალელურად, ოკუპირებულ ცხინვალში პოსტიდან გაათავისუფლეს „ეკონომიკის მინისტრის მოადგილე“, როინ კოზაევი.

ამასთან, დაკავებული თანამდებობებიდან გაუშვეს „ცხინვალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ორი მოადგილეც“ – ვალერი ბიბილოვი და ალან ტუაევი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button