skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 7 ივნისს მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც ფარული საგამოძიებო მოქმედების ვადა ექვსიდან ცხრა თვემდე იზრდება და შესაძლებელი ხდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება დამატებით 27 ტიპის დანაშაულთან დაკავშირებით.

დღეს გამართულ ბრიფინგზე გადაწყვეტილების გამოცხადებისას, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი ვეტო – რომელიც პრეზიდენტმა 2018 წელს პოსტის დაკავების შემდეგ პირველად გამოიყენა – განხილულ უნდა იქნას, როგორც მისი განსხვავებული აზრი იმ კანონპროექტის შესახებ, რომელიც ადამიანის უფლებებს ზღუდავს.

„მე ვიცი, რომ ვეტო იქნება დაძლეული, მაგრამ ყოველ კანონზე, რომელიც ამ ექვს თვეში იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით, მე დავადებ ვეტოს და ავხსნი რატომ ვადებ ვეტოს“, – განაცხადა პრეზიდენტმა, რომელმაც ის ვადა დაასახელა, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებას ევროკავშირის პირობების შესასრულებლად მისცეს, კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

„არ შეიძლება ამ დღეებში საქართველოში მიღებული იყოს ასეთი კანონი, რომელიც კიდევ ავიწროებს ადამიანის უფლებებს, როცა პირიქით გვთხოვენ, რომ ამ მიმართულებით მივცეთ მეტი გარანტიები, ვიყოთ უფრო დემოკრატიული და ევროპული“, – დასძინა ზურაბიშვილმა.

რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტს ვეტოს დადებისკენ არასამთავრობო ორგანიზაციებმაც მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ „[ცვლილებები] არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ნორმებს და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკას“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button