ახალი ამბები

გომელაური: „დოჟდის“ ჟურნალისტის შემოშვებაზე უარი „პოლიტიკური დავალება“ არ იყო

საქართველოს შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, 17 მარტს, პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენისას უარყო ბრალდებები, თითქოს კრემლისადმი კრიტიკული ტელევიზიის, „დოჟდის“ ჟურნალისტსა და წამყვანს, მიხაილ ფიშმანს საქართველოში შემოსვლაზე უარი მისი პროფესიული საქმიანობის გამო უთხრეს.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ იმ დროს, როდესაც ამავე ტელევიზიის არაერთი ჟურნალისტი უკვე საქართველოში იყო, ფიშმანისთვის შემოშვებაზე უარის მოტივად ხსენებული მიზეზის დასახელება ლოგიკური არ არის.

მისივე განმარტებით, მაშინ საქართველოში შემოსვლაზე უარი ამავე პრინციპით დანარჩენი ჟურნალისტებისთვისაც უნდა ეთქვათ.

ვახტანგ გომელაურის მტკიცებით, მესაზღვრეებს აქვთ კრიტერიუმები, რომელზე დაფუძნებითაც ისინი თავად იღებენ კონკრეტული პირის ქვეყანაში შემოშვების შესახებ გადაწყვეტილებას. მისივე თქმით, სხვადასხვა მიზეზით უკან არაერთი ქვეყნის მოქალაქე გაგვიბრუნებია, მათ შორის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის.

„მე ვერ წარმომიდგენია, მსოფლიოში არსებობდეს მესაზღვრე, რომელიც შემომსვლელს ეკითხება – თქვენ უკაცრავად ოპოზიციიდან ბრძანდებით, თუ პოზიციიდან?“, – დასძინა შს მინისტრმა.

მიხაილ ფიშმანმა 6 მარტს რადიო „თავისუფლების“ ქართულენოვან სამსახურს უთხრა, რომ „ნათელია, რომ იმიტომ არ შემომიშვეს, რომ მე რუსეთში პოპულარული ჟურნალისტი ვარ“.

კრემლის პოლიტიკისადმი კიდევ ერთმა კრიტიკულად განწყობილი გამოცემის „მედიაზონის“ ჟურნალისტმა დევიდ ფრენკელმა თქვა, რომ თქვა, რომ 10 მარტს საზღვარზე 14-საათიანი ლოდინის შემდეგ საქართველოში არ შემოუშვეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button