ახალი ამბები

იენს სტოლტენბერგი საქართველოსთვის მეტი მხარდაჭერის შესახებ საუბრობს 

„კრემლი ცდილობს აიძულოს ნატო და ევროკავშირი, რომ პარტნიორებს ნაკლები მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა, მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატოს სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურთა ონლაინის სამიტის შემდეგ.

„[მაგრამ] ჩვენი კოლექტიური პასუხი უნდა იყოს მეტი მხარდაჭერა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორებიცაა – საქართველო, მოლდოვა და ბოსნია და ჰერცეგოვინა“, – აღნიშნა მან.

სტოლტენბერგმა დასძინა, რომ ეს საჭიროა „იმისათვის, რომ დავეხმაროთ მათ დემოკრატიული რეფორმების განხორციელებასა და იმ გზაზე მსვლელობაში, რომელიც თავად აირჩიეს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button