skip to content
ახალი ამბები

საბჭოთა რუსეთის მიერ თბილისის აღებიდან 101 წელი გავიდა

საბჭოთა წითელი არმიის მიერ საქართველოს დედაქალაქის აღებისა და საბჭოთა ოკუპაციის დაწყებიდან 101 წლისთავთან დაკავშირებით 25 თებერვალს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1921 წლის 11-12 თებერვლის ღამეს შემოიჭრა, რასაც 25 თებერვალს დედაქალაქის დაცემა და საბოლოოდ ქვეყნის 70-წლიანი ოკუპაცია მოჰყვა.

ოკუპაციასა და ანექსიას მოსკოვის მიერ 9 თვით ადრე, 1920 წლის მაისში საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღიარება უძღვოდა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა.

საბჭოთა ოკუპაციის დღე საქართველოში ოფიციალურად მას შემდეგ აღინიშნება, რაც 2010 წელს პარლამენტმა ერთხმად მიიღო დადგენილება, რომლითაც მთავრობას კომუნისტური საოკუპაციო რეჟიმის პოლიტიკური რეპრესიების ასიათასობით მსხვერპლის მოსახსენიებლად, ყოველ 25 თებერვალს სხვადასხვა მემორიალური ღონისძიების ორგანიზება დაევალა.

საქართველოს დაშვებული დროშა მთავრობის კანცელარიასთან, ფოტო: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button