ახალი ამბები

ოკუპირებულ ცხინვალში „საპრეზიდენტო არჩევნები“ 10 აპრილს გაიმართება 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „პარლამენტის“ გადაწყვეტილებით, „საპრეზიდენტო არჩევნები“ 10 აპრილს გაიმართება. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

რეგიონი „პრეზიდენტს“ ხუთწლიანი ვადით ირჩევს, რომელიც შემდეგ, როგორც „სახელმწიფოს“, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური ხდება.

პოლიტიკურმა პარტიებმა და საინიციატივო ჯგუფებმა საკუთარი კანდიდატები 20 თებერვლამდე უნდა დაასახელონ.

მოქმედი ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი კენჭისყრაში მონაწილეობას ხელახლა აპირებს. მან 2017 წლის არჩევნებში მაშინდელი ლიდერს, ლეონიდ თიბილოვს ხმების 54.8%-ით მოუგო. ამ უკანასკნელმა კი – ხმების 33.7% მიიღო.

რეგიონის „საარჩევნო ადმინისტრაციის“ ინფორმაციით, მაშინ „არჩევნებზე“ 32 365 ამომრჩეველი მივიდა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 79.63% იყო, თუმცა რეგიონის ამომრჩეველთა და დემოგრაფიული მონაცემები დიდწილად არასანდოდ მიიჩნევა.

ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ „არჩევნებს“თბილისი და საერთაშორისო საზოგადოება არალეგიტიმურად მიიჩნევენ. მას მხოლოდ რუსეთი და რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, რომელთაც რეგიონის დამოუკიდებლობა ცნეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button