ახალი ამბები

23 ევროპარლამენტარი ევროკავშირის ლიდერებს სააკაშვილის გამო ოფიციალურ პირთათვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს 

ევროპარლამენტის 23 წევრმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეპ ბორელს მოუწოდა, რომ სერიოზულად განიხილონ სანქციების დაწესების საკითხი იმ პირთათვის, ვინც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაჰუმანური და შეურაცხმყოფელი მოპყრობა დაუშვა.

19 ნოემბერს გამოქვეყნებულ წერილში, ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, რომ მიუხედავად იმისა დამნაშავეა, თუ არა სააკაშვილი მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებში, „საჭიროა მისი უფლებებისა და ღირსების პატივისცემა“.

წერილში ნათქვამია, რომ „როგორც სჩანს, მას პოლიტიკური მოტივით უარი ეთქვა ადეკვატურ სამედიცინო მკურნალობაზე“.

სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის შეფასებაზე დაყრდნობით, ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფო შეუფერებელია სააკაშვილის მკურნალობისთვის და დასძინეს, რომ იმ ექიმების ჯგუფის რეკოენდაციების მიუხედავად, რომლებიც შიშობენ, რომ იგი, შესაძლოა, ციხეში გარდაიცვალოს, თუ სიტუაცია არ შეიცვლება, ხელისუფლება მაინც უარს აცხადებს მის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე.

წერილში ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოხატავენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილების გამოც, რომელმაც უარი უთხრა სააკაშვილის დასწრებოდა თავის სასამართლო პროცესებს. მათ ასევე დაგმეს ის ფაქტიც, რომ ევროპელ პოლიტიკოსებს უარი უთხრეს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შესვლაზე.

„ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირი დაუყონებლივ მიიღებს ზომებს, რადგანაც გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვალი საფრთხე არსებობს“, – ნათქვამია ევროპარლამენტარების წერილში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button