skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირმა და საქართველომ ერთმანეთის კოვიდ პასპორტები აღიარეს

ევროკომისიამ აღიარა კოვიდ-19-ის ქართული პასპორტის – ვაქცინაციის, ტესტირებისა და გამოჯანმრთელების სერტიფიკატის – შესაბამისობა ევროკავშირის ციფრულ კოვიდ პასპორტთან.

გადაწყვეტილება, რომელიც გაადვილებს მოგზაურობას, ძალაში 16 ნოემბერს შევა და ის კოვიდ სერტიფიკატის მქონე საქართველოს მოქალაქეებს მოგზაურობასთან დაკავშირებულ ტესტირებასა და კარანტინის აუცილებლობას აარიდებს. თავის მხრივ, საქართველომ ასევე გამოხატა თანხმობა, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან ევროკავშირის კოვიდ სერტიფიკატის მქონე მოგზაურები მიიღოს.

მოგზაურობისას, კოვიდ პასპორტის მქონე, სრულად აცრილი პირები მეორე დოზის მიღებიდან 14 დღის შემდეგ, სავალდებულო ტესტირებისა და კარანტინისაგან გათავისუფლდებინ. იგივე პირობები გავრცელდება ვირუსისგან გამოჯანმრთელებულ პირებზე PCR ტესტის დადებითი პასუხიდან 180 დღის განმავლობაში, ასევე პირებზე, რომელთაც ბოლო 72 საათში ჩატარებული აქვთ PCR და ბოლო 48 საათში სწრაფი აინტიგენის ტესტები.

თავისუფალი მიმოსვლის შეზღუდვის ფარგლებში, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან მიიღონ ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) მიერ ავტორიზებული „ფაიზერის“, „მოდერნას“, „ასტრაზენეკასა“ და „ჯონსონის“ ვაქცინით აცრილი პირები. ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა ასევე აღიარებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საგანგებო სიაში არსებული ვაქცინებს, მათ შორის, „სინოფარმსა“ და „სინოვაკს“, რომლებიც საქართველოში ფართოდ გამოიყენება.

საქართველოსთან ერთად, ევროკავშირის სამოგზაურო პასპორტების სიას დღეს ასევე მიუერთდნენ – მოლდოვა, სერბეთი და ახალი ზელანდია.

„რამდენადაც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი პარტნიორების გვერდით ვდგავართ, ჩვენ ერთად განვაგრძობთ უსაფრთხო გახსნაზე მუშაობას“, – განაცხადა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ.

საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყო. ქვეყანაში „ფაიზერის“, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებია ხელმისაწვდომია. 15 ნოემბრის მდგომარეობით, სრულად 966 790 მოქალაქეა აცრილი.

ქართული კოვიდ პასპორტის მიღება იუსტიციის სახლებშია შესაძლებელი, ელექტრონულად კი – ის შემდეგ ხელმისაწვდომია მისამართზე – covidpass.moh.gov.ge. ხელისუფლება სატელეფონო აპლიკაციის ვერსიაზეც მუშაობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button