ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობის თბილისის საკრებულოს პროპორციული სია 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, დედაქალაქის საკრებულოს პროპორციული პარტიული სიები გამოაქვეყნა. საერთო ჯამში კანდიდატების სია 31 პარტიამ წარადგინა.

ქვემოთ დედაქალაქის საკრებულოსთვის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ რეგისტრირებული პროპორციული სიის პირველი 15 კანდიდატია წარმოდგენილი, რომელთაგან 6 ქალია, 9 კი – მამაკაცი:

  • სოფიო ჯაფარიძე;
  • თორნიკე ბიკაშვილი;
  • ანა გოგოლაძე;
  • ირაკლი ეძგვერაძე;
  • ირაკლი ნადირაძე;
  • ლილე ლიპარტელიანი;
  • მამუკა გუგეშაშვილი;
  • მიხეილ კაკაურიძე;
  • ნინო კვიტაიშვილი;
  • შოთა გრიგოლია;
  • გიორგი ონიანი;
  • ბარბარა ჯიმელი სულაშვილი;
  • ზვიად კუპრავა;
  • ნიკა ნოზაძე;
  • ირმა თედეიშვილი.

პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული საარჩევნო კოდექსის მიხედვით, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე შემუშავდა, დედაქალაქის საკრებულოს 50 წევრიდან მოქალაქეები 40-ს პროპორციული, 10-ს კი -მაჟორიტარული წესით აირჩევენ. მანამდე ეს პროპორცია 25/25-ზე იყო.

ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, დროა და გირჩი-მეტი თავისუფლება დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მხარს დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას უჭერს. პარტიები თბილისის მასშტაბით მაჟორიტარობის ერთიან კანდიდატებზეც შეთანხმდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button