skip to content
ახალი ამბები

ღარიბაშვილი არ გამორიცხავს ეკლესიაზე ფარულ მიყურადებას

კითხვაზე გამორიცხავს თუ არა ის საპატრიარქოს წარმომადგენლებზე უკანონო მიყურადების პრაქტიკას ქართული ოცნების მმართველობის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „პატრიარქი არის სახელმწიფოს დაცვის ქვეშ“.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში, რომელიც 17 სექტემბერს გავიდა ეთერში, პრემიერ-მინისტრი დაინტერსედა „რომელი სახელმწიფო ან მთავრობაა, რომელიც პატრიარქის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავს“ და დასძინა, რომ „გასარკვევია და იდენტიფიკაციაა მოსახდენი ამ ჩანაწერებიდან რომელი იყო ლეგიტიმური და რომელი არა“.

„შეიძლება, რა თქმა უნდა, 2-3% იყოს რაღაც სიმართლე, თუმცა ამას თავისი ახსნა აქვს, დაველოდოთ მაშინ გამოძიების შედეგებს“, – განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უსაფრთოების სამსახურის სავარაუდო ფაილები საზოგადოებაში “შუღლისა და დაპირისპირების შემოტანის” მიზნით გავრცელდა და რომ მათი მიზანი იმის ჩვენება იყო, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არჩევნების წინ „რაღაც უბედურებას“ აკეთებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button