ახალი ამბები

ევროპის საბჭო კვლავ მოუწოდებს რუსეთს, დეპორტირებულ ქართველებს კომპენსაცია გადაუხადოს

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, რომ სწრაფად დაასრულოს საჭირო შიდა პროცედურები და დეპორტირებულ ქართველებს კომპენსაცია გადაუხადოს. მან იქვე გაიხსენა რუსეთის პირობა, რომ კომპენსაციების და დარიცხული პროცენტების გადახდის საქმეში შუამავლად ევროპის საბჭო გამოიყენოს.

შესაბამისი გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეებმა 14-16 სექტემბერს გამართულ 1 411-ე შეხვედრაზე მიიღეს.

მინისტრთა მოადგილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კომპენსაციების გადახდაში არსებული შეფერხება დარღვევების ინდივიდუალურ მსხვერპლებს ართმევს შესაძლებლობას, რომ მათთვის მიყენებული ზიანისთვის კომპენსაცია მიიღონ. მათ კონკრეტული შედეგების მიღწევის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. კომპენსაციის გადახდის ვადა 2019 წლის 30 აპრილს ამოიწურა.

მინისტრთა მოადგილეებმა გადაწყვიტეს, რომ საკითხის განხილვა 1 416-ე შეხვედრაზე განაახლონ (2021 წლის 3 ნოემბერს) და იმ დროისთვის ხელშესახები პროგრესის არარსებობის შემთხვევაში, დაავალონ სამდივნოს, რომ შუალედური რეზოლუციის პროექტი მოამზადოს, რომელსაც 1 419-ე შეხვედრაზე მიიღებენ (30 ნოემბერი – 2 დეკემბერი).

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button