Placeholder canvas
ახალი ამბები

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გიორგი თევდორაშვილი დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 13 ივლისს პრეზიდენტის კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გიორგი თევდორაშვილი დანიშნა. თევდორაშვილი თამაზ ცაბუტაშვილს ჩაანაცვლებს, რომელსაც ვადა 26 ივლისს ეწურება.

43 წლის, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი თევდორაშვილი 2019 წელს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იყო. ამასთან, მას 2012 წლიდან დღემდე სსიპ „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის“ უფროსის მოადგილეა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთათვის კონკურსი 29 ივნისს გამოაცხადა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 10 წლის ვადით გამწესებული 9 მოსამართლისაგან შედგება, რომელთაგან სამს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს, სამს პარლამენტი, სამს კი – უზენაესი სასამართლოს პლენუმი ირჩევს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button