skip to content
ახალი ამბები

საქართველო გაერთიანებული სამეფოს და გერმანიის ერთობლივ დეკლარაციაში 

გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ დეკლარაციაში, რომელიც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებს ეხება, სხვა საკითხებთან ერთად ხაზგასმულია ორი ქვეყნის მხარდაჭერა „საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად განხორციელების მიმართ“.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ორი ქვეყანა ადასტურებს აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების, სტაბილურობის, კეთილდღეობის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართ ერთგულებას და მხარს უჭერს მრავალმხრივ თანამშრომლობას.

„კვლავაც მხარს ვუჭერთ რეფორმების პროცესებს რეგიონის ექვსივე ქვეყანაში, რათა საზოგადოებისთვის ხელშესახები პროგრესი იქნას მიღწეული და გაიზარდოს პარტნიორი ქვეყნების მედეგობა შიდა და გარე შოკების მიმართ“, – ნათქვამია დეკლარაციაში, რომელიც ხაზს უსვამს რეფორმების განხორციელების მნიშვნელობას, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის, კარგი მმართველობისა და აქტუალური საკითხების, მათ შორის, კლიმატის ცვლილების კუთხით“.

ერთობლივ დეკლარაციას 30 ივნისს გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივანმა საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების საკითხებში, დომინიკი რააბმა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა მოაწერეს ხელი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button