skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპის სარდლობის მეთაურის მოადგილე თბილისს სტუმრობს

აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპის სარდლობის მეთაურის მოადგილე პოლკოვნიკი მარკ ლაროში 22 აპრილს თბილისს ეწვია, სადაც იგი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა გაერთიანებულ კომბინირებულ გაცვლით სწავლებაზე (JCET) და მასში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპის სარდლობის ჩართულობაზე, ასევე ერთობლივ მრავალეროვნულ წვრთნებზე, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამასა (GDRP) და საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) განვითარების საკითხებზე იმსჯელეს.

მადლობა გადაუხადა რა ლაროშს საქართველოს თავდაცვის მოდერნიზაციის პროცესში აშშ-ის „მხარდაჭერისა“ და „დახმარებისთვის“, გენერალმა მათიაშვილმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ევროპის სარდლობასთან თანამშრომლობა „ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი“ და ამ კუთხით პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის საქართველოს მზაობა გამოხატა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button