ახალი ამბები

ევროკომისარი ვარჰეი: დაძაბულობის შემცირებაზე პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილია პასუხისმგებელი

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს „მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრია, რომ დაძაბულობა შეამციროს და ყველა დიალოგში ჩართოს“.

„ყველა მხარემ თავშეკავება და პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად“, – განაცხადა ევროკომისარმა და დასძინა, რომ „პოლიტიკური სტაბილურობა და ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი არის მთავარი რამ კოვიდ-19-თან საბრძოლველად და რეფორმების განსახორციელებლად“.

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში ბოლო დღეებში გაღრმავდა მას შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია 23 თებერვალს, პარტიის ოფისზე განხორციელებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს. სპეციოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე, ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახდა, რომელმაც 22 თებერვალს პარლამენტში წარდგენის დროს განაცხადა, რომ ქვეყანაში წესრიგს დაამყარებდა და „დესტრუქციულ ძალებს“ კონსტიტუციურ ჩარჩოში დააბრუნებდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button