ახალი ამბები

ნატო იმედოვნებს, რომ საქართველო ევრო-ატლანტიკურ დემოკრატიულ სტანდარტებს შეინარჩუნებს

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ ალიანსი იმედოვნებს, რომ „საქართველო, როგორც ახლო პარტნიორი და ასპირანტი ქვეყანა, ევრო-ატლანტიკურ დემოკრატიულ სტანდარტებს შეინარჩუნებს“.

„ეს გულისხმობს პოლიტიკური უთანხმოებების დიალოგის გზით მოგვარებას და პოლარიზებისკენ მიმართულ რიტორიკის და ქმედებების თავიდან აცილებას“, – განაცხადა აპატურაიმ.

მისივე თქმით, „ღრმა შეშფოთებას იწვევს მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავება“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button