skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა

პარლამენტმა, 2 თებერვალს გამართულ პირველ საგაზაფხულო სესიაზე 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა.

51 ოპოზიციონერი დეპუტატიდან, რომელთაც დღეს სადეპუტატო მანდატი შეუნარჩნდათ, 36 პარლამენტში ბლოკ ენმ-ძალა ერთობაშიას სიით მოხვდა, 5 ევროპული საქართველოს, 4-4 სტრატეგია აღმაშენებლისა და ლელოს, 1 ლეიბორისტული პარტიის, ერთიც გირჩის ახალი განაყარის ლიდერი ზურაბ-გირჩი ჯაფარიძეა.

პარლამენტს დღეს გირჩის დანარჩენი სამი წევრის მანდატზე არ უმსჯელია. მათ საკანონმდებლო ორგანოსთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით არ მიუმართავთ.

საპარლამენტო უმრავლესობა რომ ოპოზიციისთვის მანდატების შეწყვეტისგან „თავს შეიკავებდა“, დღეს გამართულ ბრიფინგზე ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა და დაამატა, რომ მმართველ გუნდი ოპოზიციას მათი მხარდამჭერების „ნების პატივისცემისთვის“ კიდევ ერთ შესაძლებლობას აძლევდა.

ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმებას მხარი არც პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიით შესულმა ოთხმა და პარტია მოქალაქეების ორმა დეპუტატმა დაუჭირეს. მოქალაქეებმა საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართვა 29 იანვარს, ქართულ ოცნებასთან საარჩევნო რეფორმაზე მიღწეული შეთანხმების შემდეგ გადაწყვიტეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button