skip to content
ახალი ამბები

არასამთავრობოები პარტიებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ (TIG), „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია), 9 ნოემბერს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ „დაიწყონ მოლაპარაკებები, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოების მედიაციით, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით“.

არასამთავრობოების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები „უკან გადადგმული ნაბიჯი“ და ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ჩატარებული „ყველაზე ცუდი არჩევნები იყო… ჯერ კიდევ არსებობს შანსი იმისა, რომ პოლიტიკური დიალოგის გამოყენებით ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი მოიძებნოს“.

უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ საქართველოს სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკოსებმა მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყვიტონ პრობლემური უბნების კონკრეტული კრიტერიუმებით გადათვლისა და მეორე ტურების სამართლიანად ჩატარების საკითხები. „მნიშვნელოვანია ყველა მხარემ მაქსიმალური ძალისხმევა გასწიოს, რომ ქვეყანას ავაცილოთ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი“, – დასძენენ ისინი.

არასამთავროები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ 8 ნოემბრის ცესკოს შენობის წინ შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება „ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს“, რამაც „არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა“.

საარჩევნო პროცესების შესახენ დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button