ახალი ამბები

ცესკო: უბნების 28.2% დათვლილია – ქართული ოცნება 54.72%, ენმ-ძალა ერთბაშია 23.61%

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნების დახურვიდან მნიშვნელოვანი დაგვიანებით, 3 847 უბნიდან 1 085 უბნის (28.2%) პირველადი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, საპარლამენტო არჩევნებში 54.72%-ით (193 418 ხმა) ქართული ოცნება ლიდერობს. მას 23.61%-ით (83 447 ხმა) ენმ-ძალა ერთობაშია, 3.99%-ით (14 117) ევროპული საქართველო, 3.34%-ით (11 810 ხმა) პატრიოტთა ალიანსი, 2.66%-ით (9 408) ლელო საქართველოსთვის და 2.46%-ით (8 705) სტრატეგია აღმაშენებელი მოჰყვებიან.

ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თქმით, შედეგები დიდი ქალაქების – თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მონაცემებს არ ასახავს.

აღსანიშნავია, რომ ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შემაჯამებელი ოქმების ნაწილი რიგ შეუსაბამობებს შეიცავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button