ახალი ამბები

CRRC: ქართველი ამომრჩევლების გაყოფა კონკრეტულ ადამიანებს და არა პოლიტიკას უკავშირდება 

„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC)  6 ოქტომბერს კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მართალია, „საზოგადოება გაყოფილია, [თუმცა] პოლიტიკური პოლარიზაციის დონე დაბალია“.

„CRRC საქართველომ“ ქვეყანაში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა, მათ შორის, ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის არსებული უთანხმოებები შეისწავლა და დაადგინა, რომ ერთადერთი რამ, რაც  ამ პარტიების მხარდამჭერებს ყოფს, „ცალსახად პოლიტიკურია“ და ეს „პარტიული მიღწევები და თავად პოლიტიკოსები“ არიან.

კვლევის თანახმად, მიუხედავად „პოლიტიკურ დისკურსში არსებული აზრთა სხვადასხვაობისა“, ქართველ ამომრჩევლებს ზოგადად ერთიანი პოზიცია აქვთ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა – ეკონომიკა და საგარეო პოლიტიკა.

„ხალხი გაყოფილია პარტიულ ღონისძიებებთან, პოლიტიკოსებთან და ინსტიტუტებთან მიმართებით. ამას გარდა, საზოგადოება აღიარებს, რომ სწორედ ეს ყოფს ქართველ ამომრჩეველს“, – განაცხადა CRRC-მ. ამგვარი დაყოფის მაგალითად კვლევას „ვარდების რევოლუციისა“ და 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების მიმართ ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა დამოკიდებულება მოჰყავს.

კვლევის თანახმად, „ხალხს კარგად ესმის, რომ მათ კონკრეტული ადამიანები ყოფენ“ და ამის მაგალითად CRRC-ისა და NDI-ის 2019 წლის აპრილის საზოგადოებრივი აზრის გამოკითვაა მოხმობილი, სადაც რესპონდენტების 81%-მა განაცხადა, რომ საზოგდოებას პოლიტიკოსები ყოფენ, ხოლო 73%-მა ამის მიზეზად რუსეთი დაასახელა.

„CRRC საქართველომ“ განაცხადა, რომ საქართველოში პარტიულობის ნაკლებობაა, რაც პოლარიზაციის ერთ-ერთი წინაპირობაა. „NDI-ის კვლევაში რესპონდენტების 51%-მა განაცხადა, რომ მათთან ახლოს არცერთი პარტია დგას, ან არ იციან, რომელ პარტიას ემხრობიან “. კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ მართალია ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა „პოლიტიკური ოპონენტები არიან, ქართული საზოგადოება მათ შორის არაა გახლეჩილი“.

„CRRC საქართველო“ აცხადებს, რომ „ქართველი ამომრჩევლები, ზოგადად, უამრავი საკითხის გარშემო ერთიანდებიან, მათ შორის, იმაზეც, თუ რა ყოფს ქვეყანას – კონკრეტული ადამიანები და არა პოლიტიკა“.

„CRRC საქართველოს“ თქმით, მათი და NDI-ის მონაცემები იმ მთავარ საკითხებს ავლენს, რომლებზეც ქართველი საზოგადოება ერთიანია. ეს საკითხებია: სამუშაო ადგილები, ინფლაცია, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მიზნები. ბოლო დროს განხორციელებულ ფართომასშტაბიან ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებით, ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს მხოლოდ ერთ რამეზე აქვთ განსხვავებული მოსაზრება და ესაა 2019 წლის 19 იანვარს მიღებული საბანკო რეგულაციები. საპენსიო რეფორმის თაობაზე კი რაიმე მნიშვნელოვან აზრთა სხვადასხვაობას ადგილი არ ჰქონია.

„CRRC საქართველო“ აცხადებს, რომ ქართველი ამომრჩევლების უმეტესობა სოციალურად კონსერვატიულია. ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების მხარდამჭერთა 54%-ს და 45%-ს მიაჩნია, რომ მისაღებია თუ მათი შვილი სხვა რელიგიის წარმომადგენელზე დაქორწინდება, ხოლო 85%-ისა და 78%-ისთვის მიაჩნია მისაღებია მათი შვილის განქორწინება. 80%-ს და 77%-ს მიაჩნია, რომ მემკვიდრეობა ვაჟს უნდა დარჩეს ოჯახში. ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების მხარდამჭერთა მხოლოდ 23% და 20% ემხრობა მარიხუანას ლეგალიზაციას, ხოლო 30% და 21% ფიქრობს, რომ უცხოელებს მიწის ფლობის უფლება უნდა ჰქონდეთ.

ორი პარტიის მხარდამჭერთა შორის აზრთა სხვადასხვაობა მხოლოდ ლგბტ თემისა და საყურის ტარების საკითხებზე გამოვლინდა, რა დროსაც, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები 16 პროცენტული პუნქტით უსწრებდნენ ქართულ ოცნებას იმასთან დაკავშირებით, რომ ლგბტ უფლებები მნიშვნელოვანია, ხოლო 12 პროცენტული პუნქტით იმასთან დაკავშირებით, რომ საკუთარი ვაჟების მიერ საყურის ტარება მათთვის მისაღებია. მიუხედავად ამისა, ამ ორი საკითხის მიმართ მხარდაჭერა საგრძნობლად დაბალია.

გარდა ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების მხარდამჭერებს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობებისა და მსგავსების წარმოჩენისა, კვლევაში მოცემულია მონაცემები იმ ამომრჩევლების შესახებ, რომლებიც „[ისეთ] ლიბერალურ პარტიებს ემხრობიან, როგორიცებიცაა – ევროპული საქართველო და რესპუბლიკური პარტია“, ასევე იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც არცერთ პარტიას არ ემხრობიან ან უარი თქვეს იმ პარტიის დასახელებაზე, რომელსაც ემხრობიან. ყველა მათგანს ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების მხარდამჭერების მსგავსი დამოკიდებულებები ჰქონდათ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button