skip to content
ახალი ამბები

საქართველო მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის ინდექსის განახლებულ ანგარიშში 

მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის ინდექსის განახლებულ ანგარიშში, რომელიც 16 სექტემბერს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ საქართველოს 0-1-იან შკალაზე 0.57 ქულა აქვს. ინდექსი განათლებისა და ჯანდაცვის სფეროს მაჩვენებლებს ასახავს.

0.57 ქულა იმას ნიშნავს, რომ საქართველოში დაბადებული ბავშვი სრულყოფილი განათლებისა და ჯანმრთელობის შემთხვევაში, ზრდასრულ ასაკში თავისი შესაძლო პროდუქტიულობის 57%-ს მიაღწევს.

მსოფლიო ბანკის თქმით, მართალია ეს ქულა ქვეყნის 2010 წლის მაჩვენებელზე (0.54) მაღალია, „ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე დაბალია“. ანგარიშში ნათქვამია, რომ საჭიროა განათლების ხარისხის ზრდა, რაც საერთაშორისო შეფასებებშიც აისახა.

საქართველოს 2020 წლის მაჩვენებელი 2018 წლის მაჩვენებელზე (0.61) დაბალია. აღსანიშნავია, რომ ადამიანური კაპიტალის ინდექსის მაჩვენებელი მამაკაცებისთვის უფრო დაბალია, ვიდრე ქალებისთვის და ის 0.53-ს და 0.61-ს შეადგენს.

შედარებისთვის, 2020 წლის მაჩვენებლების თანახმად, მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთს ერთნაირად 0.58 ქულა აქვთ, რაც საქართველოს ქულაზე 0.01-ით მეტია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button