Placeholder canvas
ახალი ამბები

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეზე დაკავებული ოთხი პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო  

თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 სექტემბერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟის ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეზე ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ორი მოქალაქიდან ერთს 4 წლიანი, მეორეს კი 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

სასამართლოს ინფორმაციით, საქმის არსებითად განხილვის დროს ბრალდებულებმა თავი დამნაშავედ არ ცნეს, თუმცა გამოკვლეული მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებებითა და ჩატარებული ექსპერტიზით, სასამართლომ დაკავებულთა ბრალეულობა „დადასტურებულად მიიჩნია“.

ცოტნე გამსახურდიას თავს 19 დეკემბერის საღამოს საკუთარი სახლის სიახლოვეს დაესხნენ და თავის, ზურგის და გულმკერდის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენეს. მას რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. პირველი პრეზიდენტის ვაჟი ამჟამად საზღვარგარეთ მკურნალობს.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. მალევე, 20 დეკემბერს სამართალდამცველებმა გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 5 პირი დააკავეს, თუმცა მოგვიანებით სასამართლომ ერთი პირი, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებოდა ბრალად, აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button