Placeholder canvas
ახალი ამბები

აშშ საქართველოს მთავრობას დახმარების 15%-ს დემოკრატიის მდგომარეობის გათვალისწინებით გამოუყოფს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა 9 ივლისს 29 ხმით 21-ის წინააღმდეგ 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონპროექტი დაამტკიცა. კანონპროექტის თანახმად, საქართველომ დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარი უნდა მიიღოს. თუმცა, ამ თანხის 15%-ის შეჩერება ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

საქართველოს ცენტრალური მთავრობისთვის გამოყოფილი თანხის 15%-ის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით, კანონპროექტში ნათქვამია, რომ სახელმწიფო მდივანი შეაფასებს, თუ რამდენად ეფექტურ ნაბიჯებს დგამს საქართველოს მთავრობა შემდეგი მიმართულებებით:

  • საარჩევნო რეფორმის ეფექტური განხორციელება;
  • სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პატივისცემა, მათ შორის, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების ჩარევის თვალსაზრისით;
  • ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის საჭირო პოლიტიკის ეფექტური განხორციელება, საჯარო ინფორმაციაზე შეუზღუდავი წვდომის ჩათვლით;
  • სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებებისა და მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა;
  • მთავრობის საქმიანობაზე, ასევე კანონებისა და რეგულაციების გამოყენებაზე ოლიგარქების არაფორმალური ზეგავლენის შეზღუდვა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button