ახალი ამბები
ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დამრღვევი რუკის დამზადება-რეალიზება დასჯადი გახდა
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი რუკის ან ასეთი გამოსახულების სხვა საგნის დამზადების, წარმოების, რეკლამირების, გამოყენების, ქვეყანაში შემოტანა-გატანის ან რეალიზებისთვის მოქალაქეები ჯარიმით ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯებიან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, რომელიც 2 ივლისს ამოქმედდა, ამ დანაშაულის ჩადენისთვის პირი პასუხისმგებლობისგან მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდება, თუ იგი შესაბამის ნივთს ნებაყოფლობით, გამოძიების დაწყებამდე ჩააბარებს და მის ქმედებაში სხვა დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)