ბოლო ორ დღეში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მათი რაოდენობა 12-მდე გაიზარდა.
დღეს გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ დაფიქსირებული შემთხვევების უმრავლესობა (10) უკავშირდება „იტალიასთან პირდაპირ ან ირიბ კონტაქტს“, ხოლო ორი კი – ირანს. მისივე თქმით, მიმდინარეობს ინფიცირებულთა კონტაქტების კვლევა.
„პანიკის საფრთხე და საფუძველი არ არის. უნდა გვქონდეს მეტი სიფხიზლე ქვეყანაში და მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოს მთავრობამ ირანთან საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა დროებით შეაჩერა. გუშინ, მთავრობის გადაწყვეტილებით, პირდაპირი ფრენები შეჩერდა იტალიასთანაც.
ამასთან, საჯარო სკოლებსა და ბაღებში სასწავლო საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტს დაიწყო და ის 16 მარტამდე გაგრძელდება.
ასევე წაიკითხეთ:
- კორონავირუსის გამო საქართველო იტალიასთან პირდაპირ ფრენებს დროებით აჩერებს
- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელმა ცხრას მიაღწია
- საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა
- საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა გამოვლინდა
- საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა გამოვლინდა
- საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა გამოვლინდა
- კორონავირუსის გამო აფხაზეთში უცხოელთათვის, რუსების გარდა, შესვლის აკრძალვა გახანგრძლივდა
- კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად ცხინვალი გამშვებ პუნქტებს კეტავს
- ცხინვალი კორონავირუსის გამო 60-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებს რეგიონში შესვლაზე შეზღუდვებს უწესებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)