ფოტო ამბავი | საპროტესტო აქცია, მსვლელობა და ლოცვა დიდ პარასკევს

აღდგომის მიუხედავად, თბილისში „უცხოელი აგენტების“ კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება. 3 მაისს, დიდ პარასკევს, აქციის მონაწილეები საპროტესტო აქციაზე თბილისში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფთან“ შეიკრიბნენ, სადაც აზიის განვითარების ბანკის (ADB) კონფერენცია და დაგეგმილი მიღება იმართებოდა. თბილისი ADB-ის ყოველწლიურ შეხვედრას 2-5 მაისს მასპინძლობს და მომიტინგეებს კანონის წინააღმდეგ საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვების იმედი ჰქონდათ. სულ უფრო მეტი ხალხის შეკრებასთან ერთად, აქციის მონაწილეებმა ახლომდებარე ქუჩაც გადაკეტეს.

მოგვიანებით, მომიტინგეთა დიდი ჯგუფი „ქართული ოცნების“ ოფისისკენ გაემართა, სადაც დიდი რაოდენობით პოლიციელები იყვნენ მობილიზებულნი. მოგვიანებით, აქციის მონაწილეების შუაღამისკენ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ. ვინაიდან დიდი პარასკევი იყო, აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის შენობის მოპირდაპირედ მდებარე ქაშუეთის ეკლესიაში წავიდა, სადაც მათ ილოცეს და სანთლები დაანთეს.

1 / 21

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version