ახალი ამბები

სუს-ის უფროსის პოსტზე მთავრობამ გრიგოლ ლილუაშვილი წარადგინა

Tags

საქართველოს მთავრობამ 7 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვაკანტურ პოსტზე უწყების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ ლილუაშვილი წარადგინა. ეს თანამდებობა ვაკანტური 8 სექტემბერს მას შემდეგ გახდა, რაც სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური შს მინისტრად დაინიშნა.

გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ 2017 წლის დეკემბერში დაინიშნა. მანამდე იგი 2016 წლის მოწვევის პარლამენტში ქართული ოცნების ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

2019 წლის იანვარში გრიგოლ ლილუაშვილმა სუს-ის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობა დაიკავა. მან ამ პოსტზე იოსებ გოგაშვილი შეცვალა, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა გასული წლის 21 აგვისტოს დატოვა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას მიმდინარე კვირას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი განიხილავს, მომავალ კვირას კი, საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა. პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილი სუს-ის ხელმძღვანელის პოსტს 6 წლის ვადით დაიკავებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button