ახალი ამბები

არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ვიეტნამში საქართველოს საელჩოები გაიხსნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 12 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიმდინარე წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ვიეტნამში საქართველო საელჩოების გახსნა იგეგმება.

„ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის და ამავე დროს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ ის, რომ მოვახდინოთ საქართველოს უფრო ეფექტური ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში“, – განაცხადა პრემიერმა.

„ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ პოტენციალს ყურის ქვეყნებთან თანამშრომლობაში, ისევე როგორც აზიის ქვეყნებთან, რომელთა ეკონომიკა იზრდება ყველაზე სწრაფი ტემპებით“, – აღნიშნა მან.

დღეის მდგომარეობით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ქუვეითში საქართველოს საელჩო ფარავს, ხოლო ვიეტნამს – საქართველოს საელჩო ჩინეთში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button