Placeholder canvas
ახალი ამბები

პირველი ტურის შემდეგ, შემოწირულების 81 % სალომე ზურაბიშვილმა მიიღო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 29 ოქტომბრიდან 16 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილე ორმა კანდიდატმა – სალომე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ 2 141 649 ლარის ოდენობის ფულადი და არაფულადი სახის შემოწირულება მიიღეს.

საანგარიშო პერიოდში, ორი საპრეზიდენტო კანდიდატის შემოწირულების 81 % – 1 743 000 ლარი მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი, 19 % – 398 649 ლარი.

არჩევნების პირველი ტურის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში (1 აგვისტო – 28 ოქტომბერი), ორმა საპრეზიდენტო კანდიდატმა 6 102 423 ლარის ოდენობის ფულადი და არაფულადი სახის შემოწირულება მიიღეს, აქედან სალომე ზურაბიშვილმა 5 395 984 ლარის (88.42 %), გრიგოლ ვაშაძემ კი, 706 439 ლარის (11.57 %).

საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებიდან დღემდე, ორ საპრეზიდენტო კანდიდატს სულ 8 244 072 ლარი შესწირეს, აქედან სალომე ზურაბიშვილს 7 138 984 ლარი (86.5 %), გრიგოლ ვაშაძემ კი, 1 105 088 ლარი (13.4 %).

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button