ახალი ამბები

საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის ინფრასტრუქტურა აშენდება

საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში მიწისქვეშა გაზსაცავის ინფრასტრუქტურის აშენებას გეგმავს, რომელიცგაზრდის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და ჩვენს დამოუკიდებლობას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ 17 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბახტაძის თქმით, პროექტის ჯამური ღირებულება 150 მილიონი ევროა, რომელიც გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის დადებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში დაფინანსდება.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ გაზსაცავის მშენებლობით ქვეყანას გაუჩნდებასტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული ობიექტი“. „პროექტი უზრუნველყოფს ქვეყნაში გაზის მიწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრას და ზამთრის პერიოდში პიკური მოხმარების დაკმაყოფილებას“, – განაცხადა ბახტაძემ.

აღნიშნულზე ჟურნალისტებთან ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამაც ისაუბრა და განაცხადა, რომ პროექტი ქვეყანას პოტენციური რისკებისგან დაიცავს. „ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. პრაქტიკულად, ჩვენ თვეთვენახევრის მარაგი გვექნება საქართველოში უპრობლემოდ“, – აღნიშნა მინისტრმა.

ეს პროექტი, თავისთავად, კომერციულადაც ძალიან მომგებიანია. ჩვენ შეგვეძლება, რომ ვიყიდოთ გაზი, როდესაც გაზის ფასი დაბალია და მოვიხმაროთ იმ დროს, როდესაც გაზის ფასი მაღალია“, – აღნიშნა მანვე.

გაზის მომარაგების სტატისტიკა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ბოლო, 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, ბუნებრივ აირს საქართველოს მიერ მოხმარებული ენერგიების 31 % უჭირავს. საანგარიშო პერიოდში, ქვეყანას ჯამში 2.3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი აქვს მიღებული.

საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანი იყო. 2017 წელს ქვეყანამ მოხმარებული აირის 94 % სწორედ აზერბაიჯანიდან მიიღო. აქედან 1 მილიარდი კუბური მეტრი (42.8 %)  BP-ის სამხრეთ-კავკასიური მილსადენიდან, 1.2 მილიარდი კუბური მეტრი (51.2 %) კი, აზერბაიჯანთან დადებული სხვა ხელშეკრულების ფარგლებში.

2017 წელს საქართველომ სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურად, 134.5 (5.7 %) მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი რუსეთის ფედერაციისგან მიიღო. ქვეყნის ბუნებრივი აირის საკუთარი მარაგი კვლავ ძალიან მცირეა და ის მხოლოდ 0.3 %- შეადგენს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button