ახალი ამბები

უკრაინაში ბრძოლის დროს საქართველოს მოქალაქე მოკლეს

საქართველოს მოქალაქე, რომელიც დონბასის რეგიონში უკრაინის მხარეს იბრძოდა, 31 ოქტომბერს მოკლეს.

გიორგი სარალიძე დონეცკის აეროპორტის მახლობლად რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების წინააღმდეგ ბრძოლის დროს მოკლეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სარალიძე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 2014 წელს შეუერთდა.

სარალიძე იმ ქართველ მოხალისეებს შორის იყო, რომლებიც უკრაინის მხარეს ბრძოლაში დონბასის რეგიონში 2014 წლის გაზაფხულზე ომის დაწყებიდანვე ჩაებნენ. კონფლიქტი კვლავ მიმდინარეობს და ხშირად მსხვერპლიც მოყვება მიუხედავად დიპლომატიური ძალისხმევისა, რომ ცეცხლის შეწყვეტა იქნას მიღწეული.

Show More

Related Articles

Back to top button