
ახალი ამბები
მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ახალი გუბერნატორი ჰყავს
პრემიერ-მინისტრის განკარგულების შესაბამისად, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად – გუბერნატორად ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა.
ახალი გუბერნატორი მუშაობას ოფიციალურად დღეიდან შეუდგება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლევან ზაუტაშვილი 2013-2017 წლებში იყო „კასტელ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი, ასევე – მუშაობდა მსოფლიო ბანკის პროექტებში.
რწმუნებულის თანამდებობაზე ლევან ზაუტაშვილმა შეცვალა გოჩა ზეიკიძე, რომელიც მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად 2016 წლის მარტიდან 2017 წლის ივნისის ბოლომდე მუშაობდა.
მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში ზეიკიძის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზები განმარტებული არ არის.
This post is also available in: English (ინგლისური)