მთავარი / ახალი ამბები / აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ესტუმრება
აშშ ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი. წყარო: თეთრი სახლი.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ესტუმრება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი, ივლისის ბოლოს საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ თეთრმა სახლმა 29 ივნისს განაცხადა.

თბილისში, ვიცე-პრეზიდენტი პენსი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება და ერთობლივ სამხედრო წვრთნებში „ღირსეული პარტნიორი“ მონაწილე ამერიკელ და ქართველ სამხედროებს მოინახულებს.   

ევროპაში დიპლომატიური ტურნეს ფარგლებში, პენსი ასევე ეწვევა ესტონეთსa და მონტენეგროს. 

30 ივნისს, ვიზიტის კომენტირებისას, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში 31 ივლისს ჩამოვა.

„ეს, რა თქმა უნდა, არის აშშ-ის მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულება საქართველოს მიმართ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ „სასიხარულოა, რომ ახალი ადმინისტრაციის მოსვლის პირველივე დღიდანვე, ჩვენ მოვახერხეთ და დავამყარეთ ყველაზე მაღალი დონის კონტაქტები აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან“.

„ძალიან გვიხარია, რომ ესტონეთთან და მონტენეგროსთან ერთად, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ვიზიტისთვის აირჩია საქართველო, როგორც უმნიშვნელოვანესი პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების," – აღნიშნა პრემიერმა.