Placeholder canvas

აშშ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სავარაუდო გატაცების გამო ‘შეწუხებულია’

„ამერიკის შეერთხებული შტატები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თბილისიდან სავარაუდო გატაცების და 30 მაისს აზერბაიჯანში მისი შემდგომი დაკავების გამო შეწუხებულია“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰიზერ ნოიერტმა 3 ივნისს.
 
„მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მთავრობას საერთაშორისო და ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესაბამისად გაათავისუფლოს ყველა ის პირი, ვინც საკუთარი ძირითადი თავისუფლებების გამოყენებისთვის დააკავეს“, – განაცხადა მან. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ხაზი გაუსვა, რომ „ისინი ყურადღებით ადევნებენ თვალს სავარაუდო გატაცების თაობაზე საქართველოში მიმდინარე გამოძიებას და მოუწოდებენ, რომ ის სრულად, გამჭირვალედ და დროულად წარიმართოს“. 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button