ახალი ამბები

საქართველოში კოტ დ,ივუარის საპატიო კონსულს ‘სუბუტექსი’ აღმოუჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მიერ  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის,  შენახვისა და რეალიზაციის ფაქტზე დააკავებული იქნა კოტ დ, ივუარის რესპუბლიკის საპატიო გენერალური კონსული საქართველოში ერმილე თორთლაძე.


26 აგვისტოს გამართულ პრეს-კონფერენციაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თორთლაძის ოფისიდან 25,000 აშშ დოლარის ღირებულების ორასი აბი სუბოტექსი იქნა ამოღებული.


მერაბიშვილმა მოუწოდა საზოგადოებას დაეხმაროს პოლიციას ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შსს მზად არის 1,000 ლარი გადაიხადოს ნარკორეალიზატორების შესახებ ღირებული ინფორმაციის მიღების სანაცვლოდ.


“ჩვენ უკვე მივიღეთ გარკვეული ინფორმაცია ჩვენი ცხელი ხაზის მეშვეობით, ახლა ხდება ამ ინფორმაციის გადამოწმება”, განაცხადა მერაბიშვილმა.


   

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button