ახალი ამბები

ქართველი მესაზღვრეების ეუთოს ‘წვრთნის პროგრამას’ შესაძლოა საფრთხე დაემუქროს

10 მარტს ვენაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი გომიაშვილი სიტყვით მიმართავს ეუთოს მუდმივ საბჭოს და ქართველი მესაზღვრეების ეუთოს “წრთვნის პროგრამის“ დაწყების კონკრეტულ ვარიანტს შესთავაზებს,  “რაც იქნება ლაკმუსის ქაღალდი იმის დასადგენად, თუ რამდენად რეალურად სურს რუსეთს საქართველოში ეუთოს აღნიშნული პროგრამის განხორციელება“, იუწყება დღეს საქართველოს საგარეო უწყება.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეუთოს ფარგლებში ქართველი მესაზღვრეების “წვრთნის პროგრამა“ ახლა იგივე საფრთხის წინაშე დგას, რაც რუსული მხარის “არაკონსტრუქციული“ პოზიციის უკვე გამოიხატა საზღვრის მონიტორინგის ოპერაციის (BMO) შეწყვეტაში.


გასული წლის მიწურულს რუსეთმა ვეტო დაადო ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიის გაგრძელებას, რომელიც საქართველო–რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის მონაკვეთებზე წლების მანძილზე აწარმოებდა დაკვირვებას.


 

მსგავსი/Related

Back to top button