skip to content
ახალი ამბები

ქუთაისის სასამართლომ ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულს სასჯელი დაუმძიმა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ აფხაზ მესაზღვრეს რაშიდ კანჯიოღლის, რომელიც აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაშია მსჯავრდებული, სასჯელი დაუმძიმა და პატიმრობა 14 წლამდე გაუზარდა.

საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სეპარატისტულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის მდებარე ხურჩა–ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან 19 მაისს მოკლეს. შემთხვევა სათვალთვალო კამერებმა გადაიღეს, სადაც ჩანს მომენტი, როცა გიგა ოთხოზორიას რამდენიმე გასროლის შემდეგ საკონტროლო გასროლით ჰკლავენ.

26 დეკემებრს ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ რაშიდ კანჯიოღლი გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში დამნაშავედ სცნო და დაუსწრებლად 12–წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ეს გადაწყვეტილება პროკურატურამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა იმ მოტივით, რომ სასჯელი ძალიან „მსუბუქი“ იყო.

მსგავსი/Related

Back to top button