ახალი ამბები

მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, ქართულმა ოცნებამ დამაჯერებლად გაიმარჯვა

30 ოქტომბერს გამართული პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, ქართული ოცნება დამაჯერებლად იგებს და მას ახალ პარლამენტში 115-წევრიანი საკონსტიტუციო უმრავლესობა ეყოლება.

50 ერთმანდატიანი ოლქიდან, ყველა უბნის დათვლის შედეგად, მმართველმა პარტიამ 48 ოლქში გაიყვანა დამატებით თავისი მაჟორიტარი კანდიდატები. პირველ ტურში ქართულ ოცნებას უკვე ჰქონდა მოგებული 67 მანდატი – 44 პროპორციული და 23 მაჟორიტარული წესით.

ერთ ოლქში, კერძოდ კი მთაწმინდაზე, სადაც ქართულ ოცნებას კანდიდატი არ ჰყავდა, მისმა მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა დამაჯერებლად.

44-ვე ოლქში, სადაც ბრძოლა ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის მიდიოდა, სახელისუფლებო კანდიდატებმა დიდი უპირატესობით მოიგეს, მათ შორის მარნეულსა და ახალციხე-ადიგენის ოლქებში, სადაც პირველ ტურში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

ერთადერთი ოლქი, სადაც მეორე ტურებში ქართული ოცნება დამაჯერებლად დამარცხდა, არის ხაშური, სადაც მრეწველების კანდიდატმა სიმონ ნოზაძემ დაახლოებით 23 პროცენტული პუნქტით გაუსწრო სახელისუფლებო კანდიდატს, ხაშურის ამჟამინდელ დეპუტატ ვალერი გელაშვილს. 

მცხეთა ის ერთადერთი ოლქია, სადაც მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, ქართული ოცნების კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე მინიმალური უპირატესობით, 60 ხმით უსწრებს დამოუკიდებელ კანდიდატს ცეზარ ჩოჩელს.

ქვემოთ მოცემულია მეორე ტურის წინასწარი შედეგები:

თბილისი

№1 მთაწმინდა

  • 67.58% – სალომე ზურაბიშვილი, დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო; 2004–2005 წლებში ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო;
  • 32.42% – ნიკა რურუა, ნაციონალური მოძრაობა; 2008–2012 წლებში იგი კულტურის მინისტრი იყო.

№2 ვაკე (ჭავჭავაძის გამზირი მიმდებარე ქუჩებით, წყნეთი)

  • 75.52% – ბიძინა გეგიძე, ქართული ოცნება; ის ყოფილი რაგბისტია, რომელიც 1995–2004 წლებში საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იყო; შემდეგ ის თბილისის საკრებულოს წევრი იყო;
  • 24.48% – ელენე ხოშტარია, ნაციონალური მოძრაობა; ამ პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს იგი ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო.

№6 საბურთალო (პეკინის გამზირი მიმდებარე ქუჩებით, სპორტის სასახლის მიმდებარე ქუჩები)

  • 79.27% – ლევან გოგიჩაიშვილი, ქართული ოცნება;
  • 20.73% – სევდია უგრეხელიძე, ნაციონალური მოძრაობა; თბილისის საკრებულოს წევრი.

№7 კრწანისი

  • 72.9% – ბექა ოდიშარია, ქართული ოცნება; ის ნავთობისა და გაზის მომპოვებელი კომპანიის ჯინდალ პეტროლეუმ ჯორჯიას დირექტორი და ლატვიის საპატიო კონსულია საქართველოში;
  • 27.1% – ირაკლი აბესაძე, ნაციონალური მოძრაობა; თბილისის საკრებულოს წევრი.

№8 ისანი (ვაზისუბანი, მე-3 მასივისა და ვარკეთილის ნაწილი)

  • 75% – ირაკლი აბუსერიძე, ქართული ოცნება; 2000-2013 წლებში საქართველოს რაგბის ნაკრების წევრი და თბილისის საკრებულოს წევრი 2014–2016 წლებში;
  • 25% – გიორგი ონიანი, ნაციონალური მოძრაობა.

№9 ისანი (ავლაბარი)

  • 74.61% – დავით ჭიჭინაძე, ქართული ოცნება; 1999–2004 წლებში ის დეპუტატი იყო;
  • 25.39% – ბესიკ კვიციანი, ნაციონალური მოძრაობა.

№10  ისანი (ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, საავიაციო ქარხნის მიმდებარე დასახლება)

  • 73.6% – ბექა ნაცვლიშვილი,  ქართული ოცნება; თბილისის საკრებულოს წევრი;
  • 26.4% – ზაზა კედელაშვილი, ნაციონალური მოძრაობა, დეპუტატი.

№11 სამგორი (ვარკეთილის ნაწილი, სოფელი პატარა ლილო)

  • 73.36% – გიორგი მოსიძე, ქართული ოცნება;
  • 26.64% – ირაკლი ნადირაძე, ნაციონალური მოძრაობა; თბილისის საკრებულოს წევრი.

№12 სამგორი (მოსკოვის გამზირი, მე-3 მასივის ნაწილი)

  • 70.4% – მარიამ ჯაში, ქართული ოცნება; ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც შემდეგ სახელმწიფოს სოლიდარობის ფონდს ხელმძღვანელობდა;
  • 29.6% – დავით ჟღენტი, ნაციონალური მოძრაობა.

№13 სამგორი (ვარკეთილის ნაწილი, აეროპორტის დასახლება, სოფლები დიდი ლილო, მარტყოფი)

  • 75.93% – შოთა ხაბარელი, ქართული ოცნება; იგი 1980 წლის ოლიმპიური ჩემპიონია ძიუდოში; მოქმედ პარლამენტში ის კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი იყო;
  • 24.07% – გიორგი ხახნელიძე,  ნაციონალური მოძრაობა.

№15 დიდუბე (წერეთლის გამზირი მიმდებარე ქუჩებით)

  • 76.06% – ზაზა პაპუაშვილი, ქართული ოცნება; თეატრის მსახიობი, რომელიც მოქმედ პარლამენტში მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატია;
  • 23.94% – დათო ნაფეტვარიძე, ნაციონალური მოძრაობა.

№16 დიდუბე (დიღმის მასივი, ზაჰესი)

  • 76.7% – ილია წულაია, ქართული ოცნება; დეველოპერული კომპანია „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი;
  • 23.3% – ირაკლი დვალი, ნაციონალური მოძრაობა.

№17 ნაძალადევი (ცოტნე დადიანის და მიმდებარე ქუჩები, ლოტკინის დასახლება)

  • 77.53% – სოფო კილაძე, ქართული ოცნება; პოლიციის აკადემიის ყოფილი პრორექტორი;
  • 22.47% – მურმან თხელიძე, ნაციონალური მოძრაობა.

№18 ნაძალადევი (სანზონის დასახლება, მიმდებარე ქუჩები)

  • 73.16% – მიხეილ ყაველაშვილი, ქართული ოცნება; ყოფილი ფეხბურთელი;
  • 26.84% – მამუკა გუგეშაშვილი, ნაციონალური მოძრაობა; თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი.

№19 ნაძალადევი (თემქა)

  • 70.99% – ზაზა გაბუნია, ქართული ოცნება; იყო ნაძალადევის რაიონის გამგებელი;
  • 29.01% – ლერი დემეტრაშვილი, ნაციონალური მოძრაობა.

№20 გლდანი (ავჭალა, სოფელი გლდანი)

  • 71.68% – კობა კობალაძე, ქართული ოცნება;
  • 28.32% – ალექსანდრე ჩაფიჩაძე, ნაციონალური მოძრაობა.

№21 გლდანი (გლდანის მიკრორაიონების უმეტესობა)

  • 69.75% – ლევან კობიაშვილი, ქართული ოცნება; ყოფილი ფეხბურთელი; 2015 წლის ოქტომბრიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია;
  • 30.25% –  სერგო რატიანი, ნაციონალური მოძრაობა; დეპუტატი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი.

№22 გლდანი (მუხიანი)

  • 73.04% – ლევან კობერიძე, ქართული ოცნება;
  • 26.96% – გია ბარამიძე, ნაციონალური მოძრაობა; იგი მოქმედი პარლამენტის ვიცე–სპიკერია.

კახეთი

№23 საგარეჯო

  • 79.18% – რომან მუჩიაშვილი, ქართული ოცნება; იგი შპს "საუკეთესო პროდუქტის" დირექტორი და თანამფლობელია, რომელიც თბილისში პატარძეულის კვერცხის დისტრიბუციას ახორციელებს;
  • 20.82% – ზურაბ ჭიაბერაშვილი, ნაციონალური მოძრაობა; იგი შვეიცარიაში საქართველოს ელჩი იყო 2010–2012 წლებში და შემდეგ ჯანდაცვის მინისტრად და კახეთის რეგიონის გუბერნატორად მსახურობდა ექს–პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციაში.

№24 გურჯაანი

  • 78.54%  – დავით სონღულაშვილი, ქართული ოცნება; ის კომპანია Address-ის თანამფლობელია, რომელიც თბილისში ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელს ფლობს;
  • 21.46% – გიორგი ღვინიაშვილი, ნაციონალური მოძრაობა; გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც ხელახლა იყრის კენჭს ამ ერთმანდატიან ოლქში.

№26 ლაგოდეხი/ყვარლის ნაწილი

  • 75.57% – გურამ მაჭარაშვილი, ქართული ოცნება; იყო შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე; 2001–2014 წლებში კი ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკში“ მუშაობდა იურისტად;
  • 24.43% – გურამ კაკალაშვილი, ნაციონალური მოძრაობა.

№27 თელავი/ყვარლის ნაწილი

  • 69.46% –  ირაკლი სესიაშვილი, ქართული ოცნება, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე;
  • 30.54% – გიორგი ბოტკოველი, ნაციონალური მოძრაობა; კახეთის რეგიონის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე.

№28 ახმეტა/თელავის მუნიციპალიტეტის ნაწილი

  • 73.83% –  გელა სამხარაული, ქართული ოცნება, დეპუტატი;
  • 26.17% – შაქრო ტერტერაშვილი, ნაციონალური მოძრაობა.

ქვემო ქართლი

№29 რუსთავი

  • 72.25% – პაატა მხეიძე, ქართული ოცნება;  იგი სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოიებო დეპარტამენტის უფროსი იყო;
  • 27.75% – მამუკა ჩიქოვანი, ნაციონალური მოძრაობა.

№30 რუსთავი

  • 67.57% – გიორგი ბეგაძე, ქართული ოცნება; იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლასთან არსებული ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის დირექტორია;
  • 32.43% – დავით კირკიტაძე, ნაციონალური მოძრაობა; მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორი იყო;

№36 მარნეული  (ქალაქი, 10 სოფელთან ერთად)

  • 72.15% – თამაზ ნავერიანი,  ქართული ოცნება, მარნეულის სპორტული სკოლის დირექტორი;
  • 27.85% – აკმამედ იმამკულიევი, ნაციონალური მოძრაობა.  

მცხეთა-მთიანეთი

№37 მცხეთა

  • 50.11% – დიმიტრი ხუნდაძე, ქართული ოცნება, დეპუტატი;
  • 49.89% – ცეზარ ჩოჩელი, დამოუკიდებელი კანდიდატი; ბიზნესმენი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მცხეთა–მთიანეთის რეგიონის გუბერნატორი იყო.

შიდა ქართლი

№39 კასპი

  • 75.92% – ირაკლი მეზურნიშვილი, ქართული ოცნება;
  • 24.08% – ნუგზარ ნონიაშვილი, ნაციონალური მოძრაობა.

№41 ქალაქი გორი/ტინისხიდი, ბერბუკი

  • 84.96% – იოსებ მაკრახიძე, ქართული ოცნება, ასფალტის მწარმოებელი და გზების მშენებელი კომპანია „იბოლიას“ თანამფლობელი და აღმასრულებელი დირექტორი;
  • 15.04% – ირაკლი ალასანია, თავისუფალი დემოკრატების ყოფილი ლიდერი, რომელმაც მეორე ტურში მოხსნა კანდიდატურა პოლიტიკიდან დროებით წასვლის გამო.

№42 გორის მუნიციპალიტეტი

  • 73.93% –  თენგიზ ხუბულური, ქართული ოცნება, დეპუტატი;
  • 26.07% – ბადრი ბასიშვილი, ნაციონალური მოძრაობა; ყოფილი დეპუტატი.

№43 ხაშური

  • 61.55% – სიმონ ნოზაძე, ბლოკი "მრეწველები, ჩვენი სამშობლო";
  • 38.45% – ვალერი გელაშვილი, ქართული ოცნება, ხაშურის ამჟამინდელი მაჟორიტარი დეპუტატი.

სამცხე-ჯავახეთი

№44 ახალციხე/ადიგენი

  • 69.83% – გიორგი კოპაძე, ქართული ოცნება, 2014 წლის შემდეგ ის ახალციხის მერი იყო;
  • 30.17% – ვაჟა ჩიტაშვილი, ნაციონალური მოძრაობა, დეპუტატი. 

იმერეთი

№47 ქუთაისი (ბალახვანი)

  • 69.25% – გენადი მარგველაშვილი, ქართული ოცნება, ქუთაისის 41–ე საჯარო სკოლის დირექტორი;
  • 30.75% –  გია თევდორაძე, ნაციონალური მოძრაობა, დეპუტატი.

№48 ქუთაისი

  • 75.28% – დიმიტრი მხეიძე, ქართული ოცნება, ქუთაისის კლინიკა ENT–ს დირექტორი;
  • 24.72% – აკაკი ბობოხიძე, ნაციონალური მოძრაობა, დეპუტატი.

№49 ქუთაისი – (ავტოქარხანა)

  • 67.33% – კობა ნარჩემაშვილი, ქართული ოცნება, იგი 2003 წლის ვარდების რევოლუციამდე ორი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს;
  • 32.67% – გიგი წერეთელი, ნაციონალური მოძრაობა, დეპუტატი.

№51 ხარაგაული/ბაღდათი/ზესტაფონის ნაწილი

  • 72.81% – კობა ლურსმანაშვილი, ქართული ოცნება, 2014 წლიდან ის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო;
  • 27.19% – გიორგი რობაქიძე, ნაციონალური მოძრაობა; ხარაგაულის საკრებულოს წევრი.

№52 ზესტაფონი

  • 78.63%  შალვა კიკნაველიძე, ქართული ოცნება; დეპუტატი, ის ეროვნული ფორუმის წევრი იყო, სანამ ივნისში პარტიას დატოვებდა;
  • 21.37% – ბეჟან (ზურაბ) ბუცხრიკიძე, ნაციონალური მოძრაობა.

№56 ჭიათურა

  • 63.94% – სულხან მახათაძე, ქართული ოცნება, 2014 წლიდან ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო, სანამ დეპუტატობის კანდიდატად დასახელდებოდა;
  • 36.06%  – თემურ გაფრინდაშვილი, თავისუფალი დემოკრატები.

გურია

№60 ლანჩხუთი/ჩოხატაური/ოზურგეთის 6 სოფელი

  • 74.76% – ნინო წილოსანი,  ქართული ოცნება, იგი ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია;
  • 25.24% – აკაკი ჩხაიძე,  დამოუკიდებელი კანდიდატი; „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი ხელმძღვანელი პრეზიდენტ შევარდნაძის ადმინისტრაციაში.

სამეგრელო

№61 ფოთი

  • 75.53% – ირაკლი ხახუბია, ქართული ოცნება, იგი ფოთში თევზის გადამამუშავებელი საწარმოს „აისბერგი 2“-ის თანამფლობელია;
  • 24.47% – ბექა ბასილაია, ნაციონალური მოძრაობა.

№63 სენაკი/აბაშის 3 სოფელი

  • 75.3%  – ირაკლი ბერაია, ქართული ოცნება, იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი იყო;
  • 24.7% –  კობა ნაყოფია, ნაციონალური მოძრაობა, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი.

№64 ხობი/ზუგდიდის 7 სოფელი

  • 70.72% – ირაკლი ბერაია, ქართული ოცნება, იგი ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბანკი ქართუს მენეჯმენტის წევრი იყო ბოლო ათი წლის მანძილზე;
  • 29.28% – მამუკა ჭოხონელიძე, ნაციონალური მოძრაობა.

№65 ქალაქი ზუგდიდი

  • 70.17% – მერაბ ქვარაია, ქართული ოცნება,  2014 წლიდან ის ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე იყო;
  • 29.83% – ლევან კონჯარია, ნაციონალური მოძრაობა.

№66 ზუგდიდი

  • 71.09% – ედიშერ თოლორაია, ქართული ოცნება, 2014 წლიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო, სანამ დეპუტატობის კანდიდატად დასახელდებოდა;
  • 28.91% – სანდრა რულოვსი, ნაციონალური მოძრაობა; საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, რომელმაც მეორე ტურში მოხსნა კანდიდატურა, თუმცა მისი გვარი მაინც იქნება ბიულეტენში.

№67 წალენჯიხა/ჩხოროწყუ

  • 68.56% –  გოგა გულორდავა, ქართული ოცნება, 2014 წლიდან წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო, სანამ დეპუტატობის კანდიდატად დასახელდებოდა;
  • 31.44% – ლევან ქარდავა, ნაციონალური მოძრაობა; წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი.

აჭარა

№68 ბათუმი (პორტი, ციხისძირი, ჩაქვი, მახინჯაური)

  • 68.13% –  ფატი ხალვაში, ქართული ოცნება, დეპუტატი;
  • 31.87% – მირდატ ქამადაძე, ნაციონალური მოძრაობა.

№69 ბათუმი

  • 69.22% – ლევან (ნუკრი) ბეჟანიძე, ქართული ოცნება, ბათუმის სამშობიაროს დირექტორი;
  • 30.78% – გიორგი კირთაძე, ნაციონალური მოძრაობა.

№70 ბათუმი (აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, გონიო, კვარიათი)

  • 71.28%  – მუხრან ვახტანგაძე, ქართული ოცნება;
  • 28.72% – თემურ დუმბაძე, ნაციონალური მოძრაობა.

№71 ქობულეთი (ბათუმზე მიბმული ხუთი სოფლის გამოკლებით)

  • 71.32% – კობა ნაკაიძე,  ქართული ოცნება;
  • 28.68%  – ჯანსუღ ჯინჭარაძე, ნაციონალური მოძრაობა.

№72 ხელვაჩაური/ქედის 1 სოფელი

  • 72.15% – ილია ნაკაშიძე, ქართული ოცნება;
  • 27.85% – მიშა ბოლქვაძე, ნაციონალური მოძრაობა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button