ახალი ამბები

მეორე ტურებში მონაწილე პარლამენტის მაჟორიტარი კანდიდატები

30 ოქტომბერს მაჟორიტარული სისტემით პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები გაიმართება 50 ერთმანდატიან ოლქში. 

8 ოქტომბრის არჩევნების შედეგად 73-დან მხოლოდ 23 მაჟორიტარულ ოლქში გამოვლინდნენ გამარჯვებული კანდიდატები – ყველა მმართველი პარტია ქართული ოცნებიდან. მათ პირველივე ტურში გადალახეს 50%-იანი ბარიერი.

მეორე ტურში არანაირი ბარიერი დაწესებული არ არის და პირველი ტურის მიხედვით ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატიდან გაიმარჯვებს ის, ვინც მეტ ხმას დააგროვებს კვირას დაგეგმილ კენჭისყრაზე.

მმართველ პარტიას 50-დან 49 ოლქში ჰყავს მეორე ტურში თავისი კანდიდატები; გამონაკლისია მთაწმინდის ოლქი, სადაც ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის წინააღმდეგ დამოუკიდებელ კანდიდატს უჭერს ღიად მხარს.

2 ოლქში – ზუგდიდსა და გორში, შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობის  კანდიდატმა სანდრა რულოვსმა და თავისუფალი დემოკრატები ყოფილმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მოხსნეს თავიანთი კანდიდატურები მეორე ტურებიდან, თუმცა ქართული ოცნების კანდიდატებთან ერთად მათი გვარები მაინც იქნება საარჩევნო ბიულეტენში წარმოდგენილი.

44 ოლქში ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების კანდიდატები უპირისპირდებიან – პირველი ტურის შედეგებით ყველგან ქართული ოცნების კანდიდატები ლიდერობენ, გარდა მარნეულისა და ახალციხე/ადიგენის ოლქებისა, სადაც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს უკეთესი შედეგი აქვთ.

2 ოლქში – მცხეთაში და ლანჩხუთი/ჩოხატაურში – ქართული ოცნების  კონკურენტები დამოუკიდებელი კანდიდატები იქნებიან.

ჭიათურის ოლქში ქართული ოცნების კანდიდატს „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი დაუპირისპირდება.

ხაშურში კი ქართული ოცნების კონკურენტი იქნება კანდიდატი „მრეწველები, ჩვენი სამშობლოს“ ბლოკიდან, რომელიც პირველი ტურის შედეგებით უგებს სახელისუფლებო კანდიდატს.

ქვემოთ მოცემულია მეორე ტურში მონაწილე კონკურენტი კანდიდატების ჩამონათვალი (პროცენტული მაჩვენებლები პირველ ტურში მათ მიერ მიღებული ხმების საბოლოო შედეგებია):

თბილისი

№1 მთაწმინდა

  • 44.42% – სალომე ზურაბიშვილი, დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო; 2004–2005 წლებში ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო;
  • 26.92% – ნიკა რურუა, ნაციონალური მოძრაობა; 2008–2012 წლებში იგი კულტურის მინისტრი იყო.

№2 ვაკე (ჭავჭავაძის გამზირი მიმდებარე ქუჩებით, წყნეთი)

  • 48.94% – ბიძინა გეგიძე, ქართული ოცნება; ის ყოფილი რაგბისტია, რომელიც 1995–2004 წლებში საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იყო; შემდეგ ის თბილისის საკრებულოს წევრი იყო;
  • 22.25% – ელენე ხოშტარია, ნაციონალური მოძრაობა; ამ პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს იგი ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო.

№6 საბურთალო (პეკინის გამზირი მიმდებარე ქუჩებით, სპორტის სასახლის მიმდებარე ქუჩები)

  • 46.89% – ლევან გოგიჩაიშვილი, ქართული ოცნება;
  • 17.2% – სევდია უგრეხელიძე, ნაციონალური მოძრაობა; თბილისის საკრებულოს წევრი.

№7 კრწანისი

  • 48.24% – ბექა ოდიშარია, ქართული ოცნება; ის ნავთობისა და გაზის მომპოვებელი კომპანიის ჯინდალ პეტროლეუმ ჯორჯიას დირექტორი და ლატვიის საპატიო კონსულია საქართველოში;
  • 28.92% – ირაკლი აბესაძე, ნაციონალური მოძრაობა; თბილისის საკრებულოს წევრი.

№8 ისანი (ვაზისუბანი, მე-3 მასივისა და ვარკეთილის ნაწილი)

  • 42.51% – ირაკლი აბუსერიძე, ქართული ოცნება; 2000-2013 წლებში საქართველოს რაგბის ნაკრების წევრი და თბილისის საკრებულოს წევრი 2014–2016 წლებში;
  • 24.53% – გიორგი ონიანი, ნაციონალური მოძრაობა.

№9 ისანი (ავლაბარი)

  • 48.13% – დავით ჭიჭინაძე, ქართული ოცნება; 1999–2004 წლებში ის დეპუტატი იყო;
  • 27.37% – ბესიკ კვიციანი, ნაციონალური მოძრაობა.

№10  ისანი (ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, საავიაციო ქარხნის მიმდებარე დასახლება)

  • 45.3% – ბექა ნაცვლიშვილი,  ქართული ოცნება; თბილისის საკრებულოს წევრი;
  • 26.78% – ზაზა კედელაშვილი, ნაციონალური მოძრაობა, დეპუტატი.

№11 სამგორი (ვარკეთილის ნაწილი, სოფელი პატარა ლილო)

  • 47.43% – გიორგი მოსიძე, ქართული ოცნება;
  • 24.1% – ირაკლი ნადირაძე, ნაციონალური მოძრაობა; თბილისის საკრებულოს წევრი.

№12 სამგორი (მოსკოვის გამზირი, მე-3 მასივის ნაწილი)

  • 42.58% – მარიამ ჯაში, ქართული ოცნება; ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც შემდეგ სახელმწიფოს სოლიდარობის ფონდს ხელმძღვანელობდა;
  • 27.79% – დავით ჟღენტი, ნაციონალური მოძრაობა.

№13 სამგორი (ვარკეთილის ნაწილი, აეროპორტის დასახლება, სოფლები დიდი ლილო, მარტყოფი)

  • 45.28% – შოთა ხაბარელი, ქართული ოცნება; იგი 1980 წლის ოლიმპიური ჩემპიონია ძიუდოში; მოქმედ პარლამენტში ის კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი იყო;
  • 25.52% – გიორგი ხახნელიძე,  ნაციონალური მოძრაობა.

№15 დიდუბე (წერეთლის გამზირი მიმდებარე ქუჩებით)

  • 47.03% – ზაზა პაპუაშვილი, ქართული ოცნება; თეატრის მსახიობი, რომელიც მოქმედ პარლამენტში მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატია;
  • 19.85% – დათო ნაფეტვარიძე, ნაციონალური მოძრაობა.

№16 დიდუბე (დიღმის მასივი, ზაჰესი)

  • 47.17% – ილია წულაია, ქართული ოცნება; დეველოპერული კომპანია „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი;
  • 20.89% – ირაკლი დვალი, ნაციონალური მოძრაობა.

№17 ნაძალადევი (ცოტნე დადიანის და მიმდებარე ქუჩები, ლოტკინის დასახლება)

  • 44.84% – სოფო კილაძე, ქართული ოცნება; პოლიციის აკადემიის ყოფილი პრორექტორი;
  • 19.84% – მურმან თხელიძე, ნაციონალური მოძრაობა.

№18 ნაძალადევი (სანზონის დასახლება, მიმდებარე ქუჩები)

  • 47.13% – მიხეილ ყაველაშვილი, ქართული ოცნება; ყოფილი ფეხბურთელი;
  • 25.39% – მამუკა გუგეშაშვილი, ნაციონალური მოძრაობა; თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი.

№19 ნაძალადევი (თემქა)

  • 45.98% – ზაზა გაბუნია, ქართული ოცნება; იყო ნაძალადევის რაიონის გამგებელი;
  • 26.21% – ლერი დემეტრაშვილი, ნაციონალური მოძრაობა.

№20 გლდანი (ავჭალა, სოფელი გლდანი)

  • 40.31% – კობა კობალაძე, ქართული ოცნება;
  • 24.56% – ალექსანდრე ჩაფიჩაძე, ნაციონალური მოძრაობა.

№21 გლდანი (გლდანის მიკრორაიონების უმეტესობა)

  • 49.29% – ლევან კობიაშვილი, ქართული ოცნება; ყოფილი ფეხბურთელი; 2015 წლის ოქტომბრიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია;
  • 30.43% –  სერგო რატიანი, ნაციონალური მოძრაობა; დეპუტატი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი.

№22 გლდანი (მუხიანი)

  • 44.75% – ლევან კობერიძე, ქართული ოცნება;
  • 25.61% – გია ბარამიძე, ნაციონალური მოძრაობა; იგი მოქმედი პარლამენტის ვიცე–სპიკერია.

კახეთი

№23 საგარეჯო

  • 46.79% – რომან მუჩიაშვილი, ქართული ოცნება; იგი შპს "საუკეთესო პროდუქტის" დირექტორი და თანამფლობელია, რომელიც თბილისში პატარძეულის კვერცხის დისტრიბუციას ახორციელებს;
  • 24.88% – ზურაბ ჭიაბერაშვილი, ნაციონალური მოძრაობა; იგი შვეიცარიაში საქართველოს ელჩი იყო 2010–2012 წლებში და შემდეგ ჯანდაცვის მინისტრად და კახეთის რეგიონის გუბერნატორად მსახურობდა ექს–პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციაში.

№24 გურჯაანი

  • 43.91%  – დავით სონღულაშვილი, ქართული ოცნება; ის კომპანია Address-ის თანამფლობელია, რომელიც თბილისში ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელს ფლობს;
  • 32.45% – გიორგი ღვინიაშვილი, ნაციონალური მოძრაობა; გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც ხელახლა იყრის კენჭს ამ ერთმანდატიან ოლქში.

№26 ლაგოდეხი/ყვარლის ნაწილი

  • 37.08% – გურამ მაჭარაშვილი, ქართული ოცნება; იყო შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე; 2001–2014 წლებში კი ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკში“ მუშაობდა იურისტად;
  • 23.58% – გურამ კაკალაშვილი, ნაციონალური მოძრაობა.

№27 თელავი/ყვარლის ნაწილი

  • 41.62% –  ირაკლი სესიაშვილი, ქართული ოცნება, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე;
  • 35.39% – გიორგი ბოტკოველი, ნაციონალური მოძრაობა; კახეთის რეგიონის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე.

№28 ახმეტა/თელავის მუნიციპალიტეტის ნაწილი

  • 47.23% –  გელა სამხარაული, ქართული ოცნება, დეპუტატი;
  • 32.32% – შაქრო ტერტერაშვილი, ნაციონალური მოძრაობა.

ქვემო ქართლი

№29 რუსთავი

  • 44.98% – პაატა მხეიძე, ქართული ოცნება;  იგი სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოიებო დეპარტამენტის უფროსი იყო;
  • 31.95% – მამუკა ჩიქოვანი, ნაციონალური მოძრაობა.

№30 რუსთავი

  • 46.79% – გიორგი ბეგაძე, ქართული ოცნება; იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლასთან არსებული ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის დირექტორია;
  • 34.02% – დავით კირკიტაძე, ნაციონალური მოძრაობა; მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორი იყო;

№36 მარნეული  (ქალაქი, 10 სოფელთან ერთად)

  • 48.11% – აკმამედ იმამკულიევი, ნაციონალური მოძრაობა;
  • 43.43% – თამაზ ნავერიანი,  ქართული ოცნება, მარნეულის სპორტული სკოლის დირექტორი.

მცხეთა-მთიანეთი

№37 მცხეთა

  • 41.23% – დიმიტრი ხუნდაძე, ქართული ოცნება, დეპუტატი;
  • 39.75% – ცეზარ ჩოჩელი, დამოუკიდებელი კანდიდატი; ბიზნესმენი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მცხეთა–მთიანეთის რეგიონის გუბერნატორი იყო.

შიდა ქართლი

№39 კასპი

  • 45.65% – ირაკლი მეზურნიშვილი, ქართული ოცნება;
  • 22.89% – ნუგზარ ნონიაშვილი, ნაციონალური მოძრაობა.

№41 ქალაქი გორი/ტინისხიდი, ბერბუკი

  • 33.69% – იოსებ მაკრახიძე, ქართული ოცნება, ასფალტის მწარმოებელი და გზების მშენებელი კომპანია „იბოლიას“ თანამფლობელი და აღმასრულებელი დირექტორი;
  • 19.38% – ირაკლი ალასანია, თავისუფალი დემოკრატების ყოფილი ლიდერი, რომელმაც მეორე ტურში მოხსნა კანდიდატურა პოლიტიკიდან დროებით წასვლის გამო.

№42 გორის მუნიციპალიტეტი

  • 41.77% –  თენგიზ ხუბულური, ქართული ოცნება, დეპუტატი;
  • 24.88% – ბადრი ბასიშვილი, ნაციონალური მოძრაობა; ყოფილი დეპუტატი.

№43 ხაშური

  • 31.96% – სიმონ ნოზაძე, ბლოკი "მრეწველები, ჩვენი სამშობლო";
    20.11% – ვალერი გელაშვილი, ქართული ოცნება, ხაშურის ამჟამინდელი მაჟორიტარი დეპუტატი.

სამცხე-ჯავახეთი

№44 ახალციხე/ადიგენი

  • 44.07% – ვაჟა ჩიტაშვილი, ნაციონალური მოძრაობა, დეპუტატი;
  • 39.65% – გიორგი კოპაძე, ქართული ოცნება, 2014 წლის შემდეგ ის ახალციხის მერი იყო.

იმერეთი

№47 ქუთაისი (ბალახვანი)

  • 40.77% – გენადი მარგველაშვილი, ქართული ოცნება, ქუთაისის 41–ე საჯარო სკოლის დირექტორი;
  • 29.45% –  გია თევდორაძე, ნაციონალური მოძრაობა, დეპუტატი.

№48 ქუთაისი

  • 45.88% – დიმიტრი მხეიძე, ქართული ოცნება, ქუთაისის კლინიკა ENT–ს დირექტორი;
    27.4% – აკაკი ბობოხიძე, ნაციონალური მოძრაობა, დეპუტატი.

№49 ქუთაისი – (ავტოქარხანა)

  • 40.04% – კობა ნარჩემაშვილი, ქართული ოცნება, იგი 2003 წლის ვარდების რევოლუციამდე ორი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს;
  • 37.6% – გიგი წერეთელი, ნაციონალური მოძრაობა, დეპუტატი.

№51 ხარაგაული/ბაღდათი/ზესტაფონის ნაწილი

  • 47.08% – კობა ლურსმანაშვილი, ქართული ოცნება, 2014 წლიდან ის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო;
  • 26.48% – გიორგი რობაქიძე, ნაციონალური მოძრაობა; ხარაგაულის საკრებულოს წევრი.

№52 ზესტაფონი

  • 43.86%  შალვა კიკნაველიძე, ქართული ოცნება; დეპუტატი, ის ეროვნული ფორუმის წევრი იყო, სანამ ივნისში პარტიას დატოვებდა;
  • 28.08% – ბეჟან (ზურაბ) ბუცხრიკიძე, ნაციონალური მოძრაობა.

№56 ჭიათურა

  • 34.33% – სულხან მახათაძე, ქართული ოცნება, 2014 წლიდან ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო, სანამ დეპუტატობის კანდიდატად დასახელდებოდა;
  • 19.1%  – თემურ გაფრინდაშვილი, თავისუფალი დემოკრატები.

გურია

№60 ლანჩხუთი/ჩოხატაური/ოზურგეთის 6 სოფელი

  • 47.04% – ნინო წილოსანი,  ქართული ოცნება, იგი ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია;
  • 27.43% – აკაკი ჩხაიძე,  დამოუკიდებელი კანდიდატი; „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი ხელმძღვანელი პრეზიდენტ შევარდნაძის ადმინისტრაციაში.

სამეგრელო

№61 ფოთი

  • 48.46% – ირაკლი ხახუბია, ქართული ოცნება, იგი ფოთში თევზის გადამამუშავებელი საწარმოს „აისბერგი 2“-ის თანამფლობელია;
  • 25.71% – ბექა ბასილაია, ნაციონალური მოძრაობა.

№63 სენაკი/აბაშის 3 სოფელი

  • 45.65%  – ირაკლი ბერაია, ქართული ოცნება, იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი იყო;
  • 30.66% –  კობა ნაყოფია, ნაციონალური მოძრაობა, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი.

№64 ხობი/ზუგდიდის 7 სოფელი

  • 39.24% – ირაკლი ბერაია, ქართული ოცნება, იგი ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბანკი ქართუს მენეჯმენტის წევრი იყო ბოლო ათი წლის მანძილზე;
  • 31.17% – მამუკა ჭოხონელიძე, ნაციონალური მოძრაობა.

№65 ქალაქი ზუგდიდი

  • 38.05% – მერაბ ქვარაია, ქართული ოცნება,  2014 წლიდან ის ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე იყო;
  • 31.13% – ლევან კონჯარია, ნაციონალური მოძრაობა.

№66 ზუგდიდი

  • 48.63% – ედიშერ თოლორაია, ქართული ოცნება, 2014 წლიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო, სანამ დეპუტატობის კანდიდატად დასახელდებოდა;
  • 44.80% – სანდრა რულოვსი, ნაციონალური მოძრაობა; საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, რომელმაც მეორე ტურში მოხსნა კანდიდატურა, თუმცა მისი გვარი მაინც იქნება ბიულეტენში.

№67 წალენჯიხა/ჩხოროწყუ

  • 43.26% –  გოგა გულორდავა, ქართული ოცნება, 2014 წლიდან წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო, სანამ დეპუტატობის კანდიდატად დასახელდებოდა;
  • 32.87% – ლევან ქარდავა, ნაციონალური მოძრაობა; წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი.

აჭარა

№68 ბათუმი (პორტი, ციხისძირი, ჩაქვი, მახინჯაური)

  • 41.2% –  ფატი ხალვაში, ქართული ოცნება, დეპუტატი;
  • 32.81% – მირდატ ქამადაძე, ნაციონალური მოძრაობა.

№69 ბათუმი

  • 39.49% – ლევან (ნუკრი) ბეჟანიძე, ქართული ოცნება, ბათუმის სამშობიაროს დირექტორი;
  • 27.87% – გიორგი კირთაძე, ნაციონალური მოძრაობა.

№70 ბათუმი (აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, გონიო, კვარიათი)

  • 43.91%  – მუხრან ვახტანგაძე, ქართული ოცნება;
  • 29.94% – თემურ დუმბაძე, ნაციონალური მოძრაობა.

№71 ქობულეთი (ბათუმზე მიბმული ხუთი სოფლის გამოკლებით)

  • 40.46% – კობა ნაკაიძე,  ქართული ოცნება;
  • 24.35%  – ჯანსუღ ჯინჭარაძე, ნაციონალური მოძრაობა.

№72 ხელვაჩაური/ქედის 1 სოფელი

  • 42.62% – ილია ნაკაშიძე, ქართული ოცნება;
  • 28.73% – მიშა ბოლქვაძე, ნაციონალური მოძრაობა.

მსგავსი/Related

Back to top button